9/23/2019

euronews Georgia მაუწყებლობას იწყებს

euronews Georgia მაუწყებლობას იწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას euronews-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ პიტერსმა და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა მოაწერეს ხელი.


ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დაესწრნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, euronews Georgia ისარგებლებს Euronews-ის ბრენდის ცნობადობით და რეპუტაციით, ასევე მიიღებს euronews-სგან ევროპული რედაქციის მიერ შექმნილ კონტენტს, რომლის ტრანსლირებაც მოხდება ადგილობრივი, ქართული მედიაკონტენტის პარალელურად. euronews-ი კი თავის მხრივ გამოიყენებს თავისი ქართული ფრენჩაიზინგის მიერ დამზადებულ მედიამასალას.
ახალი არხისთვის თანამშრომლების შერჩევა უახლოეს მომავალში დაიწყება. სულ დაახლოებით 50 ადამიანი დასაქმდება.