ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში CNN-ზე საქართველოს შესახებ ვებგვერდი შეიქმნა. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შემოდგომა-ზამთრის კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი „Discovery Georgia“ დამზადდა, სადაც საქართველოს ისტორიული, ბუნება, კურორტები და კულინარიაა აღწერილი. კამპანიის ფარგლებში, ასევე მზადდება სპეციალური სიუჟეტები და სტატიები საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ. CNN travel ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი გამოცემაა, რომელსაც მთელ მსოფლიოში ბევრი საერთაშორისო მოგზაური კითხულობს. გავლენიანმა მედიასაშუალებამ კაცხის სვეტზე სტატია მოამზადა. “კაცხის სვეტი – არაჩვეულებრივი მონასტერი,
სადაც ბერები ღმერთთან უფრო ახლოს არიან” – ვკითხულობთ სტატიაში. ავტორი აღფრთოვანებას ვერ მალავს, თუ როგორ მოახერხეს იმდრონდელმა ადამიანებმა ასეთ ადგილზე მონასტერის აშენება, რომელიც ზღვის დონიდან 200 მეტრზე მაღლა მდებარეობს. სტატიის ავტორს ყურადღება აქვს გამახვილებული მონასტერის სიძველესა (ის დაახლოებით მე-6 მე-8 საუკუნეებით თარიღდება) და ბერ-მონაზვნების ცხოვრების წესზე.