კომპანია „მაგთიკომი“ აბონენტებს შესაძლო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს.
კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„კვლავ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ მაგთიკომი ათამაშებს Samsung Galaxy S10-ს შემდეგი ტექსტით:
ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. „მაგთიკომი“ გაფრთხილებთ, რომ ეს არის თაღლითობის მცდელობა და ინფორმაცია მოგების შესახებ მცდარია. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს.
გაითვალისწინეთ, რომ „მაგთიკომის“ გათამაშებებსა და კონკურსებზე ინფორმაცია ყოველთვის ვრცელდება ჩვენი ოფიციალური Facebook-ისა და ვებ გვერდის საშუალებით. არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე,“-აღნიშნულია „მაგთიკომის“ განცხადებაში.