9/23/2019

"ზუსტად ვიცი რა შეუძლიათ მესის, სუარესსა და სხვებს"👌 იხილეთ ვრცლად

„ბარსელონას“ „გრანადაში“ დამარცხების (0:2) შემდეგ, ესპანური პრესა ერნესტო ვალვერდეს გუნდიდან დათხოვნაზე ალაპარაკდა.
ESPN-ი წერს, რომ „გრანადასთან“ მარცხის შემდეგ ფეხბურთელებმა ვალვერდეს მიმართ ნდობა დაკარგეს.


გუნდი ინტენსიურად ვერ თამაშობს და სახიფათო მომენტებს ვერ ქმნის. ვალვერდე კი არ არის მწვრთნელი, რომელიც პრობლემას უმალვე ეკვეთება და მას მოკლე ვადაში გადაჭრის.
ბასკი სპეციალისტის შეცვლის შესახებ პრესა უკვე საუბრობს. დღეს კი საინტერესო კომენტარი კლუბის ლეგენდამ ჩავიმ გააკეთა, რომელმაც „ბარსას“ გაწვრთნის სურვილი გამოთქვა.
ვალვერდეს ჩანაცვლების შესახებ დასმულ კითხვას ჩავიმ ასე უპასუხა:
„ეს პრობლემა არ იქნება. ზუსტად ვიცი რა შეუძლიათ მესის, სუარესსა და სხვებს.
ვიცი როგორ ვარჯიშობენ ისინი, რას წარმოადგენენ, რა უხარიათ და რა სწყინთ. იმედი მაქვს, რომ მე გუნდში დაბრუნებისას რამდენიმე ისეთი მოთამაშე მეყოლება, რომლებთან ერთადაც ნათამაშები მაქვს.
არ ვიცი ჩემი ამჟამინდელი სამწვრთნელო კარიერა გამოდგება თუ არა „ბარსელონაში“ გადასასვლელ ხიდად“.
ჩავი კატალონიური კლუბის ღირსებას 1999-2015 წლებში იცავდა. კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი რვაჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კი ოთხჯერ გახდა. ამჟამად კი ის ყატარული „ალ საადის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.