9/28/2019

დედა ამტკიცებს, რომ 8 წლის გოგონა, რომელიც იშვილა, სინამდვილეში 22 წლის სოციოპათია - აშშ-ის პოლიციამ მშობლებს ბრალი წარუდგინა

კრისტინ ბარნეტს და მის ყოფილ ქმარს მაიკლ ბარნეტს აშშ-ის პოლიციამ ბრალი წარუდგინა, მას შემდეგ რაც მათ 2013 წელს ინდიანას შტატის სახლში თავიანთი ნაშვილები გოგო დატოვეს და თვითონ კანადაში გადავიდნენ საცხოვრებლად. 


მშობლები ირწმუნებიან რომ რეალობა გაცილებით შორსაა იმისგან, რასაც პოლიცია აღწერს. 
კრისტინ ბარნეტი ამტკიცებს, როდესაც ნატალი იშვილა, ფიქრობდა, რომ ის უბრალოდ საყვარელი გოგონაა, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ მათ ზრდასრული სოციოპათი იშვილეს. დედის თქმით, ნატალი არა 9 წლის, არამედ 22 წლის იყო. ამის შესახებ გამოცემა Daily Star-ი წერს. 
„ნატალის მენსტრუალური ციკლი და ზრდასრული ადამიანის კბილები ჰქონდა. ექიმებმა დაამტკიცეს, რომ მას მძიმე ფსიქიკური დაავადებები ჰქონდა, რაც როგორც წესი, მხოლოდ ზრდასრულებს აქვთ“, - განმარტავს დედა.
ოჯახის წევრების თქმით, გოგონა მათ სიკვდილით ემუქრებოდა. გამოძიება უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და შედეგები 2019 წლის ბოლოს გახდება ცნობილი.

Read more at https://www.primetime.ge