9/12/2019

როგორ მოვიშოროთ დიდი მუცელი: 6 რჩევა Victoria’s Secret-ის “ანგელოზების მწრთვნელისგან (+Video)

რა უნდა ქნათ, როდესაც იცავთ დიეტას, ვარჯიშობთ, მაგრამ ცხიმი მაინც არ ჩქარობს წელის მიდამოს დატოვებას?
მუცლის გარშემოწერილობის შემცირება არ ისე მარტვია, რადგან მასზე მოქმედებს ბევრი ფაქტორი, მათ შორის სტრესი და გენეტიკა. Victoria’s Secret-ის მოდელების მწრთვნელი ჯასტინ გელბანდი, რომელიც მირანდა ქერის, ირინა შეიკსა და კარლი კლოსთან მუშაობს, გვაძლევს რჩევებს, თუ როგორ მოვიშოროთ “ჯიუტი” მუცელი.


1.მოერიდეთ სტრესს
ეს ის შემთხვევაა, როდესაც თქმა გაკეთებაზე მარტივია. მაგრამ სტრესი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმის, რომ ცხიმი მუცელზე რჩება. სწორად მოდუნება და მედიტაცია დაგეხმარებათ მუცლის შებერილობის თავიდან აცილებაში, რაც მას ვიზუალურად აპატარავებს. მნიშვნელოვანია ყოველდღიურად 10-15 წუთით მომადუნებელი ვარჯიშები აკეთოთ.

2.არ ჭამოთ 20:00-ის შემდეგ
ეს ხერხი დაგეხმარებათ ძილის წინ სტრესის დოზა შეამციროთ. უმჯობესია საკვები დღის განმავლობაში რამდენიმე პატარა პორციად მიიღოთ. ასე კუჭი ძილის დროს გადატვირთული არ იქნება.

3.კარდიო-ვარჯიშები მნიშვნელოვანია
ინტერვალური კარდიო-ვარჯიშები ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. შედეგად ორგანიზმი კალორიებს აქტიურად წვავს. თქვენ გჭირდებათ სწორი კარდიო, სადაც სხეული, ტვინი და მეტაბოლიზმი ერთად მუშაობს. მაგალითად, HIIT – მაღალინტენსიური ინტერვალური ვარჯიში გამოგადგებათ.

4.დააბალანსეთ კვება
პრესი იქმნება სამზარეულოში და წარმატების 90% თქვენს კვებაზეა დამოკიდებული. ბრძოლაში ლამაზი სხეულისთვის უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე, შეამციროთ ნახშირწყლები. სასარგებლო ცხიმის წყაროდ გელბანდი თხილსა და ავოკადოს ასახელებს.

5.მოერიდეთ საეჭვო დიეტებს
გელბანდის თქმით, ერთხელ რამდენიმე მოდელი მნიშვნელოვანი ჩვენების წინ წვენის დიეტაზე გადავიდა ისე, რომ მას არაფერი უთხრეს. შედეგად არავინ გახდა, პირიქით, რამდენიმე მოდელმა წონაში მოიმატა კიდეც.
დიეტები, რომლებიც კალორიების დაბალ შემადგენლობას გულისხმობს, ხშირად უკუშედეგს იწვევს. ორგანიზმი ცხიმის შესახვას იწყებს, რადგან ჰგონია, რომ შიმშილობის დრო დადგა.

6.”პრესი” არ არის მთავარი
გელბანდის აზრით “პრესის” ვარჯიში გადაფასებულია. ხშირია ზურგის კუნთების დაზიანების შემთხვევები.
სანაცვლოდ მწრთვნელი სხვადასხვა მოძრაობას გვთავაზობს, რომელიც არამარტო მუცლის კუნთებს ამუშავებს. მაგალითად, “ანგელოზებისთვის” ის რეკომენდაციას პატარა ბურთით ვარჯიშს აძლევს.