7/08/2019

ახალი რეკორდი ისტორიული ბრენდისთვის - Mercedes-Benz Museum-ს 10,000,000-ე ვიზიტორი ეწვია

2 ივლისს დილის 10 საათზე კელამნს ბერგმანმა Mercedes-Benz-ის მუზეუმში როცა ბილეთი შეიძინა, მან ნამდვილად არ იცოდა, რომ ის მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილე გახდებოდა. აღნიშნული მამაკაცი მუზეუმის ისტორიაში მე-10,000,000 ვიზიტორი გახდა. 30 წლის შტუტგარტელი დიზაინერი მის მეგობარ ქალბატონთან ერთად იყო მუზეუმში მისული, როცა მუზუმის ადმინისტრაციამ ამცნო მისი ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ და საჩუქრად ერთ-ერთ საკულტო ექსპონატში, 1955 წლის Mercedes-Benz 2,5- l Streamliner W 196 R-ში ჩასხდომის უფლება მისცა. შტუტგარტში არსებული კომპანიის მუზეუმი ძალიან წარმატებული გამოდგა. ის 2006 წელს დაარსდა და წლიდან წლამდე „მილიონიან“ ნიშნულებს აღნიშნავს. 


ბოლო ერთი წლის განმავლობაში მას მსოფლიოს 193 ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობდა. მათი რიცხვი 2018 წელს 834,121 იყო, რომელთა 60% არაგერმანელი გახლდათ. უცხოელებს შორის ყველაზე მეტნი ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ, მომდევნო ადგილზე ამერიკელები და ფრანგები არიან. პირველად ხუთეულში მოხვდა ინდოეთიც. Mercedes-Benz Museum სამშაბათიდან კვირის ჩათვლით დილის 9-დან საღამოს 6-მდე მუშაობს. სალარო კი 5-ზე იხურება.