როგორ დავიკო წონაში? დიეტა?
ტირილის საშუალებით წონის დაკლება შეიძლება - ამის შესახებ ბიოქიმიკოსთა საერთაშორისო გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს. ამის შესახებ გამოცემა Elle წერს.
კვლევის თანახმად, ცრემლებთან ერთად ადამიანის ორგანიზმიდან სტრესის ჰორმონი კორტიზოლი გადის, რომელიც წონის მომატების ერთ-ერთ მიზეზად ითვლება.
მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის, ბიოქიმიკოსის უილიამ ფრეის მტკიცებით, ამ პროცესისთვის ყველაზე ოპტიმალურ პერიოდად 19:00-დან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთი სახელდება.