7/09/2019

"ჩვეულებრივმა კრემმა გადამარჩინა..." - როგორ აღმოაჩინა ახალგაზრდა დედამ სიმსივნე, რომელსაც ექიმები ვერ ხედავდნენ


ჰოლი დრაინანი ამბობს, რომ თავის დამატენიანებელ კრემს უნდა უმადლოდეს, ახლა ცოცხალი რომაა. 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 27 წლის ჰოლის მუცლის საშინელი ტკივილები ტანჯავდა. ნახევარი წელიწადი დადიოდა ექიმებთან და ხან გასტრიტის დიაგნოზს უსვამდნენ, ხან გლუტენის აუტანლობის და ხანაც მესნტრუალურ ტკივილებს აბრალებდნენ. თუმცა ჰოლი სულ უფრო და უფრო განიცდიდა ტკივილებს.



"ვიცოდი, რომ რაღაც ისე არ იყო, - ამბობს ახლა, - მაგრამ ექიმები მარწმუნებდნენ, რომ სანერვიულო არაფერი მქონდა. არადა ტკივილების გამო სასწრაფო დახმარებაც კი გამომიძახია და ამ დროსაც კი ვერ ადგენდნენ სპაზმების მიზეზებს. მერე უკვე დავნებდი და მივხვდი, რომ ჩემს დიაგნოზს არ ეშველებოდა". 





ცოტა რომ შეემსუბუქებინა ტკივილები, გოგონამ ძლიერი ტკივილების დროს მასაჟების კეთება დაიწყო. ერთხელაც ბევრი სამასაჟე კრემი გამოუშვა ტუბიდან და გადაწყვიტა, ნარჩენები მკერდზეც წაესვა.




"გაოგნებული ვიყავი, როცა კრემის შეზელვისას მარცხენა ძუძუზე უშველებელი სიმაგრე ვიგრძენი", - ამბობს ჰოლი. 



მაშინვე მიმართა ექიმებს და ბიოფსიამ დაადგინა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ, მუცლის ტკივილები არ არის სარძევე ჯირკვლის სიმსივნის სიმპტომი, ქიმიოთერაპიის შემდეგ ტკივილები გაქრა.



მკურნალობის პერიოდში ჰოლიმ თმაც დაკარგა, თუმცა ამ ფაქტს პოზიტიურად შეხვდა. ექვსთვიანი ქიმიოთერაპიის, ასევე მასტექტომიის და მკერდის რეკონსტრუქციის შემდეგ ჰოლი გამოჯანმრთელდა. ლიმფური კვანძების მოკვეთაც დასჭირდა, რადგან კიბოს უჯრედები კვლავ ვრცელდებოდა. ასევე აპირებს, რომ მკერდიც მოიკვეთოს, რითაც სურს რეციდივის საფრთხე აიცილოს თავიდან. "ეს ბოლო თვეები ემოციურად და ფიზიკურად საშინელი იყო, მაგრამ იძულებული ვიყავი, გამეძლო, ჩემი პატარა გოგონას გამო.. მე შევეჩეხე ყველაზე უარესს, რაც კი შეიძლება დაემართოს მარტოხელა დედას... თუმცა ვაგრძელებ ღიმილს".