დიეტოლოგების განცხადებით, მწვანილის სასარგებლო თვისებები განპირობებულია ვიტამინების, მინერალური მარილების, ეთერზეთებისა და პიგმენტების შემცველობით. მწვანილი ამუხრუჭებს დაბერებას და ხელს უწყობს კანის სილამაზის შენარჩუნებას. მასში შემავალი კალიუმის მარილები სასარგებლოა გულისთვის, ჩონჩხის კუნთებისთვისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის. ის აწესრიგებს ნაღვლის ბუშტის მუშაობას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას შარდმდენი ეფექტის ხარჯზე.
მწვანილის მხოლოდ ერთი კონა შეიცავს ვიტამინებისა და მიკროელემენტების თითქმის დღიურ ნორმას. მწვანილს ასევე გააჩნია ანტიოქსიდანტური ეფექტი. ამ თვალსაზრისით საუკეთესოა: რეჰანი, კამა, ოხრახუში, ქინძი. ამასთან, საყურადღებოა იისფერი რეჰანი და სალათის ფურცლები. ამ უჩვეულო ფერის უკან დგას ანტიოქსიდანტების - ანტოციანების მაღალი შემცველობა.
ოხრახუშში С ვიტამინი თითქმის 4-ჯერ მეტია, ვიდრე ლიმონში. რეჰანში გარდა С ვიტამინისა არის ასევე К და Е ვიტამინები და კაროტინი. კამა მდიდარია ეთერზეთებით.
სპეციალისტები ახალი მწვანილის გამოყენებას გვირჩევენ, რადგანაც გამხმარი და კერძში თერმულად დამუშავებული თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს.
სასურველია, რომ მწვანილი ყოველთვის იყო სუფრაზე. სახეობა კი გემოვნებაზეა დამოკიდებული, რადგანაც ქიმიური შემადგენლობა თითქმის ერთნაირი აქვთ. არსებობს მხოლოდ გარკვეული სხვაობა ეთერზეთების თაიგულსა და პიგმენტების სპექტრში, რომელიც სხვადასხვა ელფერს ანიჭებს მწვანილის ფოთლებს.