7/09/2019

10 საუკეთესო Facebook გვერდი, რაც ოდესმე გინახავთ


მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი, Facebook-ი, უმნიშვნელოვანესი რესურსია ბიზნესებისთვის, რომ საკუთარი კომპანიები დაარეკლამონ.
იდეაში, ფეისბუქის გვერდი ბიზნესებისთვის შეიქმნა. ფეისბუქის გვერდი ბიზნესებს საშუალებას აძლევს გამოაქვეყნონ კონტენტი, მიიღონ უკუკავშირი და დაუკავშირდნენ პოტენციურ კლიენტებს.


ერთი შეხედვით, ფეისბუქის გვერდის მართვა მარტივი საქმეა.
თუმცა, ის ძალიან კარგ ბიზნეს შესაძლებლობეს გვთავაზობს, რომელთა უპირატესობების სრულად გამოყენება საკმაოდ რთულია.

10 საუკეთესო Facebook გვერდი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

1. Nutella

ყველასთვის უსაყვარლესი საჭმელი, ნუთელა, ერთ-ერთი საუკეთესო გვერდის მფლობელია, რომლის დათვალიერებაც ნამდვილად ღირს. ნუთელას აქვს ორიგინალური სექცია ”Nutiquette”, სადაც მათი გვერდის გამოყენების წესები წერია.
აღსანიშნავია, რომ ნუთელა ძალიან კარგ კონტენტს აქვეყნებს, რასაც ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოყვება.

2. Starbucks

ყველასთვის საყვარელი (საქართველოსთვის საოცნებო) ყავა. სთარბაქსი ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც სოციალური მედია, მარკეტინგის კუთხით გამოიყენა. წესით, სთარბაქსის გვერდი დემოგრაფიულად მუშაობს (შენი ქვეყნის შესაბამის ფეიჯზე გადაყავხარ). სამწუხაროდ, საქართველოში სთარბაქსს ოფიციალური წარმომადგენელი არ ყავს. შესაბამისად, ქართული გვერდი არ არსებობს.

3. GoPro

თავგადასვლების მოყვარულთა უსაყვარლესი ატრიბუტი, გოუპრო, ძალიან ორიგინალური ბრენდია. გოუპრო ყოველთვის აქვეყნებს დღის ფოტოს და გოუპროთი გადაღებულ ექსტრემალურ ვიდეოებს.

მეტსაც გეტყვით, თუ გოუპროთი კარგ სურათს გადაიღებთ, შანსი გაქვთ, ფულადი ჯილდო მოიგოთ. იხილეთ ერთ-ერთი გამარჯვებულის სურათი, რომელმაც საჩუქრად სოლიდური თანხა მიიღო.

4. Google

არასწორი იქნება, თუ სიის გარეთ დავტოვებთ ისეთ კომპანიას, როგორიც გუგლია. გუგლი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია, აქვეყნებს სურათებს, ინფოგრაფებს, ვიდეოებს და კვლევებს. საინტერესო ის არის, რომ გუგლის ფეისბუქ გვერდი ყოველთვის კარგ ხასიათზე გაყენებს.

5. Facebook

საუკეთსო გვერდი ფეისბუქზე? რა თქმა უნდა, თვითონ ფეისბუქი. კომპანიამ, რომელმაც შექმნა 21-ე საუკუნის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი, ფეისბუქის გვერდს უნაკლოდ იყენებს. ის, რაც ფეისბუქს სხვებისგან გამოარჩევს, არის “user interaction/engagement”. ფეისბუქი ყოველთვის ცდილობს კომენტარებში უპასუხოს გამოხმაურებებს.

6. St. Jude Children’s Research Hospital

კომპანია, რომელიც მოხალისეობითა და შეწირულობით არის ცნობილი. ისინი ძალიან კარგად ურთიერთობენ დონორებთან და მოხალისეებთან. სურათები, რომლებიც ამ გვერდზე იტვირთება, უმეტესად ვირუსული ხდება. გარდა ამისა, ხშირად ქვეყნდება პირადი ისტორიები, რათა მომრავლდეს კომპანიის მხარდამჭერთა რიცხვი.
პ.ს ფეისბუქის გვერდს შემოწირულობის გაკეთების ფუნქციაც აქვს.

7. McDonald’s

ყველასთვის საყვარელი სწრაფი კვების ობიექტი. მაკდონალდსი ფეისბუქზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გვერდია. ისინი ხშირად გვთავაზობენ “Throw-back-ებს” წარსულში, რათა გავიგოთ, რამდენად შეიცვალა ბრენდი ამ პერიოდის მანძილზე (ძალიან კარგი სვლაა, რომ მომხმარებელს ბრენდზე მეტი ინფორმაცია მიაწოდო). მომხმარებელი კი ამით ძალიან ხალისობს და ყოველთვის პოზიტიურად უყურებს.

8. Nike

კომპანია ნაიკს, როგორც ხარისხიან, ასავე ერთ-ერთ საუკეთესო მარკეტინგულ კომპანიად იცნობენ. არც არის გასაკვირი, რომ ნაიკი ამ სიაში მოხვდა, რადგან ნაიკის ფეისბუქის გვერდს, პოსტებზე შესანიშნავი engagement-ი აქვს.

9. L.L Bean

ამ კომპანიის ფეიჯი მიეკუთვნება ისეთი კატეგორიის გვერდს, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელზე. ისინი აქვეყნებენ ულამაზეს სურათებს, ვიდეოებსა და რჩევებს მოგზაურობისთვის. გარდა ამისა, ღილაკ ”join conversation-ის” გამოყენებით, შეგვიძლია გამოვიწეროთ ნიუსები (მეილით) ან დავუკავშირდეთ სხვა სოციალურ ქსელში.

10. Adidas

ნაიკის დაუძინებელი მტერი, ადიდასი, უდავოდ იმსახურებს სიაში თავის ადგილს. ადიდასი ძალიან კარგად მართავს საკუთარ ფბ ფეიჯს.
როგორც მათ უახლეს რეკლამაშია,