კომპანიამ Tesla განაცახდა, რომ დაასრულა ძიება ავტომობილს Model S-ის თვითაალების მიზეზებზე, რომელიც დაფიქსირდა შანხაიში ერთ-ერთ პარკინგზე, მიმდინარე წლის აპრილში. სპეციალისტების ჯგუფმა ვერ იპოვა დეფექტი მართვის სისტემაში და ის აღმოაჩინა ელემენტების მოდულში.
როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს აალების მიზეზი გახდა ავტომობილის წინა ნაწილში განთავსებული მოდული. ახალი მონაცემების შედეგად კი კომპანიამ გადაწყვიტა განაახლოს შიდა ბლოკის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც არეგულრიებს დატენვასა და თერმორეგულაციას მოდელებში Model S და Model X. ამასთან უშუალო მიზეზი მოდულის დეფექტისა ამ დროისთვის კვლავ უცნობია, ეს იყო გამოწვეული აწყობისას დაშვებული შეცდომით თუ
უხარისხო ელემენტების დამონტაჟებით.
როგორც ცნობილია აპრილში გავრცელდა ვიდეო რომელზეც ჩანს თუ როგორ აალდა Tesla Model S ერთ-ერთ ავტოსადგომზე ჩინეთში.