6/28/2019

გახარია არ უნდა გადადგეს, მთავრობას „გაუჩალიჩეს“ ეს ყველაფერი - ხათუნა ჟორდანია

„აქციებს რაც შეეხება გეტყვით, რომ აბსოლიტურად სწორი პროტესტი იყო. მომეჩვენა რომ იყო ძალის გადამეტება, თუმცა მგონია, რომ ოპოზიცია ამწვავებდა სიტუაციას-ხათუნა ჟორდანია რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 


„ოპოზიციის დამსახურება იყო რომ ხალხმა გადაწყვიტა პარლამენტში შევარდნა. დასწყისში, როდესაც მომიტინგეები ერჩოდნენ პოლიციელებს და პოლიციელები გაჩუმებულები იყვნენ, ესეც არ მომეწონა. გახარია არ უნდა გადადგეს. გახარიამ უნდა გამოიძიოს, რა მოხდა კონკრეტულად. ის ადამიანები ვინც ძალას გადაამეტა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. დარწმუნებული ვარ გახარიას არ გაუცია ბრძანება ასე დაშლილიყო აქცია. მგონია რომ თითო-ოროლა პოლიციელი და ეს პოლიციელები ეჭვი მაქვს არიან ისინი, ვინც ჩემს ქმარს დასდევდა მოსაკლავად, ხალხზე იერიში მიიტანა“, - განუცხადა ჟორდანიამ „პრაიმტაიმს“.
მისი თქმით, ხელისუფლების მისამართით ადგილი ჰქონდა საბოტაჟს.
„საშინელი სანახავი იყო გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ეჭვი მაქვს, სადღაც ხელისუფლებაში არსებობს ვიწრო წრე,  რომელმაც მთავრობას  „გაუჩალიჩა“ ეს ყველაფერი. მთავრობის მისამართით საბოტაჟი მგონია“, - ამბობს ჟორდანია.


წყარო: https://www.primetime.ge