6/30/2019

ყველაზე სწრაფი ჰიპერქარი


ზუსტად 8 წელი დასჭირდა დაანონსებიდან მსოფლიოში ყველაზე ჰიპერქარის სერიული წარმოების დაწყებას. საუბარია მოდელზე – SSC Tuatara, რომელიც არის პოტენციურად ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი მსოფლიოში. მისი მწარმოებელი კომპანია SSC North America იუწყება, რომ პირველი კლიენტი ავტომობილს მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მიიღებს.

SSC Tuatara-ს პირველი პროტოტიპი, რომლის სახელწოდებაც ახალი ზელანდიის აბორიგენების ენიდაა აღებული, ელეგანტურობის კონკურსზე 2011 წელს "პიბლ ბიჩზე" წარმოადგინეს. თავიდან იგეგმებოდა ავტომობილის აღჭურვა 6,9 ლიტრიანი V8 ძრავით, ორმაგი ტურბოკომპრესორით, თუმცა გასაყიდმა მოდელმა მიიღო 5,9 ლიტრიანი V8. 

ჩვეულებრივ ბენზინის საწვავზე ავტომობილი 1350 ცხენის 


ძალას იძლევა, ბენზოეთანოლზე კი – 1750 ცხენის ძალას. რვიანთან დაწყვილებულია შვიდსაფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი CIMA 1000 მილიწამი გადართვის სიჩქარით. 0-დან 97კმ-მდე ავტომობილი 2,5 წამში ჩქარდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 483 კმ/სთ-ია. 

სამუშაოების უმეტეს ნაწილს კომპანია საკუთარ ქარხანაში აწარმოებს, აქვე მზადდება  ნახშირბოჭკოვანი მონოკოკი, შასის ელემენტები და ძარა. ავტომობილის წონა 1247 კგ-ია, რაც 383 კგ-ით ნაკლებია Lamborghini Aventador SVJ-ზე.