6/28/2019

უდიდესი სიურპრიზი ქართველი სუმოისტისთვის - ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა


სუმოს ოფიციალურმა გვერდმა ივლისის ბაშოს დაწყებამდე 2 კვირით ადრე ახალი ბანძუკე გამოაქვეყნა.


რეიტინგში ოფიციალურად აისახა ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის წარმატებული გამოსვლა მაისის ბაშოზე, სადაც მან 10:5 ბალანსი აჩვენა და ახალ ბანძუკეში ის უკვე ოძეკის რანგითაა ჩაწერილი.





სულ კი ივლისის ბაშოზე 4 ოძეკი იქნება (ტოჩინოშინი, გოეიდო, ტაკაკეიშო და ტაკაიასუ)



სასიამოვნო სიახლეა ჯურიო დივიზიონშიც - კიდევ ერთი ქართველი ფალავანი, თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ დასავლეთის მეორე რიკიშია, რაც სუმოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა გამოცემა tachiai.org-მა უდიდეს სიურპრიზად შერაცხა.



ივლისის ბაშო, იგივე ნაგოია ბაშო სტარტს 7 ივლისს აიღებს.