ველოსიპედებისა და ბაიკების თვითნასწავლმა კონსტრუქტორმა ბექა ჯანუაშვილმა პირველი ქართული ელექტრო მოტო-ველო ააწყო, რომელსაც საქართველოში და საზღვრებს გარეთ ანალოგი არ აქვს.
ბექა ჯანუაშვილს ბათუმში კომპანია "ბექსონი" აქვს, სადაც ველოსიპედებს ექსკლუზიურად, მხოლოდ საკუთარი დიზაინითა და ესკიზების საშუალებით ქმნის.
როგორც ჯანუაშვილმა „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მას ელექტრო მოტო-ველოს სერიის გამოშვება და წარმოებაში ჩაშვება სურს.
„ჩემი ბოლო მოდელი სწორედ ელექტრო მოტო-ველოა, რომელზეც 5 თვის განმავლობაში ვმუშაობდი. თუმცა მინდა მოდელის შექმნის დრო შევამცირო. ვაპირებ ეს ხაზი განვავითარო. ვფიქრობ საინტერესოა, თან ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. მინდა ეს მოდელი გაყიდვაში გამოვიდეს, ჯერ მხოლოდ ნიმუშია. თუმცა ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ეს მოდელი სომხეთში მყავდა გაყვანილი გამოფენაზე და სპეციალური სიგელი ავიღე, რამდენიმე დღის წინ კი ბელორუსში ოქროს მედალი მივიღე, როგორც საუკეთესო დიზაინი და იდეა. საბურავი და მატორი ამერიკიდან ჩამოვიტანე და დანარჩენ ნაწილს საქართველოში ვყიდულობ.“ - განაცხადა ჯანუაშვილმა.
პირველი მინი ჩოპერი ჯანუაშვილმა 2015 წელს შექმნა, 2018 წელს ელექტრო მოტო-ველო ააწყო. 3 წლის განმავლობაში კი შექმნილი აქვს 10 -მდე ექსკლუზიური მოდელი ველობაიკი. ‘’Bekson Custom Choppers’’ -ის კონსტრუქციების ინსპირაციის წყარო გახლავთ ამერიკული მოტოციკლეტები, "ჩოპერები" და "ჰოტროდები".
ველოსიპედებისა და ბაიკების თვითნასწავლმა კონსტრუქტორმა ბექა ჯანუაშვილმა პირველი ქართული ელექტრო მოტო-ველო ააწყო, რომელსაც საქართველოში და საზღვრებს გარეთ ანალოგი არ აქვს.
ბექა ჯანუაშვილს ბათუმში კომპანია „ბექსონი“ აქვს, სადაც ველოსიპედებს ექსკლუზიურად, მხოლოდ საკუთარი დიზაინითა და ესკიზების საშუალებით ქმნის.
როგორც ჯანუაშვილმა „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მას ელექტრო მოტო-ველოს სერიის გამოშვება და წარმოებაში ჩაშვება სურს.
„ჩემი ბოლო მოდელი სწორედ ელექტრო მოტო-ველოა, რომელზეც 5 თვის განმავლობაში ვმუშაობდი. თუმცა მინდა მოდელის შექმნის დრო შევამცირო. ვაპირებ ეს ხაზი განვავითარო. ვფიქრობ საინტერესოა, თან ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. მინდა ეს მოდელი გაყიდვაში გამოვიდეს, ჯერ მხოლოდ ნიმუშია. თუმცა ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ეს მოდელი სომხეთში მყავდა გაყვანილი გამოფენაზე და სპეციალური სიგელი ავიღე, რამდენიმე დღის წინ კი ბელორუსში ოქროს მედალი მივიღე, როგორც საუკეთესო დიზაინი და იდეა. საბურავი და მატორი ამერიკიდან ჩამოვიტანე და დანარჩენ ნაწილს საქართველოში ვყიდულობ.“ - განაცხადა ჯანუაშვილმა.
პირველი მინი ჩოპერი ჯანუაშვილმა 2015 წელს შექმნა, 2018 წელს ელექტრო მოტო-ველო ააწყო. 3 წლის განმავლობაში კი შექმნილი აქვს 10 -მდე ექსკლუზიური მოდელი ველობაიკი. ‘’Bekson Custom Choppers’’ -ის კონსტრუქციების ინსპირაციის წყარო გახლავთ ამერიკული მოტოციკლეტები, ,,ჩოპერები’’ და „ჰოტროდები“.
„პირველი ბაიკი ბინაში, საკუთარი სახლის აივანზე გავაკეთე, რადგან იმ პერიოდში არც გარჟი მქონდა და არც ინსტრუმენტები. ვიყიდე სკუტერი და ამერიკულის სტილის“ჩოპერად“ გადავაკეთე, პროცესი ცოტათი გაიწელა და ბაიკს 8 თვე ვაწყობდი. შედეგით კმაყოფილი დავრჩი და შემდეგ ნელ-ნელა საკუთარი სახსრებით დავიწყე გარაჟის და მოწყობილობების შეძენა. გზადაგზა ვსწავლობდი. ამის შემდეგ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 10 ათასი ლარით დამაფინანსეს,რითაც უკვე დარჩენილი საჭირო ინსტრუმენტები შევიძინე. ამ ეტაპზე ჩემი ხელნაკეთი ბაიკები სხვადსახვა გამოფენებზე გამაქვს“ - აღნიშნა ჯანუაშვილმა.
ბექა ჯანუაშვილს მიღებული აქვს მონაწილეობა გამოფენებში: ,,ექსპო-ბათუმი 2017-2018-2019’’, თბილისში ‘’Entrepreneur’s space 2018’’, სომხეთი 2018 წლის გამოფენა ‘’Higher educational institutions for youth entrepreneurship’’, 2019 წლის ბელორუსის მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე კი ოქროს მედალი მიიღო სტარტაპ პროექტების საუკეთესოდ რეალიზაციისთვის.