5/23/2019

ონლაინ შოპინგის თაღლითები


გახშირდა გაყალბებული ტრანზაქციის შემთხვევბი, რაც გულისხმობს Ebay-ზე შეძენილი პროდუქციის ფულის არ გადახდას ან სხვა არაკეთილსინდისიერი გზებით, გადასახადისაგან თავის არიდებს, აღნიშნულმა საკითხმა გამოიწვია აშშ-ს მხარეს სამართალდამცავების ინტერესი.

შეტყობინებას გიგზავნით ყველა მომხმარებელს ზოგადი ინფორმაციისათვის, ნუ გასცემთ თქვენი მომხმარებლის სახელს და პაროლს სხვა პირებზე, და დაიცავით თქვენი პერსონალური კომპიუტერები.


ერთი დღით ადრე ჩემმა თანამშრომელმა eBay-ზე იყიდა ლეპტოპი, ერთ საათში გამყიდველმა გააუქმა შეკვეთა, მიზეზად გაუგზავნა ეს ლინკი - http://badbuyerlist.org/buyer/fb96e71a99bd47b56a91 - აღმოჩნდა რომ ამ მისამართზე (8 McCullough Dr, New Castle, DE 19726) ბევრი თაღლითობს და სელერებში usa2georgia-ს მისამართი შავ სიაში ყოფილა!

ვიღაც ა--- ი------ ხარო, ადრეც გადამაგდეო.. დავუკავშირდით, ავუხსენით სიტუაცია რომ ამ მისამართით ბევრი ადამიანი სარგებლობს, რომ ეს არის გადამზიდი კომპანიის მისამართი და ა.შ. დიდი მიმოწერა გამოვიდა, ბოლოს კაიო და გამოგზავნა ნივთი..



ეხლა თემის მთავარი კითხვა: ვინ უნდა მიხედოს ამ აფერისტებს/თაღლიტებს?
ფბრ-ის აგენტები ვერ ჩამოვლენ და არც ინტერპოლი დაინტერესდება ამ მელკი ჟულიკებით..



ნუ კაი ბესტექსი "გადაესცემს" ადგილობრივ სამართალდამცავებს მაგრამ დანარჩენი გადამზიდები რას აპირებენ?



ფაქტია რომ დღეს საქართველოში ძაან ბევრი ადამიანი იწერს ონლაინ მაღაზიებიდან და ამ თაღლიტების გამო ბევრს შეგვექმნება გამოწერის პრობლემები, დაგვჭირდება ახსნები რომ "ი---ბი" არ ვართ და ა.შ.!