„გუგლმა“ (Google) კომპანია „ჰუავეის“ (HUAWEI) ანდროიდის სისტემის გამოყენება შეუზღუდა. რეგულაციის თანახმად, „ჰუავეის“ ახალ სმარტფონები „გუგლის“ პოპულარულ აპლიკაციებზე წვდომასაც დაკარგავენ.
„ჰუავეი“ ვეღარ ისარგებლებს „გუგლის“ უსაფრთხოების განახლებებითა და ტექნიკური მხარდაჭერით, ნებისმიერ ახალ მოწყობილობას აღარ ექნება ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა „იუთუბი“ და რუკები.
„ჰუავეის“ არსებული სმარტფონების მომხმარებლებს აპლიკაციების, ასევე „გუგლ ფლეის“ სერვისების განახლება შეეძლებათ, მაგრამ „გუგლის“ მიერ ახალი „ანდროიდის“ ახალი ვერსიის გავრცელების შემთხვევაში, „ჰუავეი“ საკუთარი ტელეფონებისთვის განახლებას ვერ შეძლებს. შეზღუდვები მას შემდეგ დაწესდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ „ჰუავეი“ იმ კომპანიების სიაში დაამატა, რომელთანაც ამერიკულ კომპანიებს ვაჭრობა არ შეუძლიათ, ვიდრე მათ ლიცენზია არ ექნებათ.
„გუგლის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები „შეესაბამება ბრძანებას და კომპანია განიხილავს შედეგებს“.