გთავაზობთ იმ წყვილების ჩამონათვალს, რომლებიც 2019 წელს დაინიშნებიან ან იქორწინებენ:
ვერძი & ვერძი
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ერთმანეთს შეცდომებს ორი მიზეზით პატიობენ: ერთი, უყვარს პარტნიორი, მეორე, ზუსტად იცის რატომ გადადგა მან კონკრეტული ნაბიჯი, რას ელოდა და რას ფიქრობდა; რადგან თავადაც იმავე გზას გადიან. ვარსკვლავები ვერძებს შეუღლებას და ბედნიერ თანაცხოვრებას პირდებიან.
ტყუპი & სასწორი
ეს წყვილი ერთმანეთისთვის მოევლინა ქვეყანაზე, მათი ურთიერთობა მთელი ცხოვრება გასტანს. მაშინაც კი თუ ოდესმე იჩხუბებენ და დაშორდებიან, ტყუპისა და სასწორის გზები კვლავ გადაიკვეთება. 2019 წელს ხელს მოაწერთ ან ჯვარს დაიწერთ.
მშვილდოსანი & მორიელი
სიღრმისეულ საუბარში გადათენებული ღამეები სულ მალე ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა თქვენთვის, რადგან ერთად ცხოვრებას დაიწყებთ. მშვილდოსანს მორიელის იდუმალება მოსწონს, მორიელს კი მშვილდოსნის ექსტრავაგანტურობა, თავისუფლება, სიგიჟე. 2019 წლიდან აღარ მოგიწევთ სხვადასხვა ლოგინში დაძნება და იმის ნატვრა, როდის გათენდება მომდევნო დღე, რომ კვლავ შეხვდეთ.
კურო & თევზები
კუროსა და თევზებს შორის უჩვეულო სიახლოვეა, ეს ადამიანები ერთმანეთის ინტიმურ სივრცეს შეესისხლხორცნენ. 2019 წლიდან საძინებელსაც გაიყოფენ ან დაინიშნებიან და მთელ სამყაროს გამოუცხადებენ, რომ ერთმანეთს ეკუთვნიან სამარადისოდ.
ლომი & ქალწული
ეს არის წყვილი, რომელსაც ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, იმის მიუხედავად, რომ ლომს ქალწულის დაუსრულებელი შენიშვნები აღიზიანებს და გულს ტკენს, ქალწულს კი აბრაზებს, რომ ლომი არასდროს უსმენს. 2019 წელს მათი გეოგრაფიულად დაშორების საკითხი წამოიჭრება, ამიტომ გადაწყვეტენ იქორწინონ.
მორიელი & კირჩხიბი
ასტროლოგების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ტანდემი საუკეთესოა! მორიელი და კირჩხიბი ერთმანეთს ავსებენ და აბალანსებენ. ისინი თითქმის ყოველთვის მყარ ოჯახს ქმნიან, რომელსაც არც ერთი ტოვებს და არც მეორე, როგორი მწვავე პრობლემებიც არ უნდა წარმოიშვას ურთიერთობაში. თუ პარტნიორი ხელს გთხოვთ, აუცილებლად დათანხმდით.
თხის რქა & ლომი
ცოტა არ იყოს რთული მისახვედრია როგორ შეეყარნენ ერთმანეთს თხის რქა და ლომი, მაგრამ სიყვარული ხომ აუხსნელი ფენომენია და ყველა საზღვარს კვეთს?! ვინაიდან ორივე ამბიციური და წარმატებაზე ორიენტირებულია, შეხმატკბილდებიან და მშვენიერ მომავალსაც შეუქმნიან საკუთარ თავებს თუ ერთმანეთს. ლომსაც უყვარს როცა სხვაზე ზრუნავს და თხის რქასაც, ამიტომ მოსალოცად გაქვთ საქმე!
კირჩხიბი & კირჩხიბი
კირჩხიბი და კირჩხიბი არა წყვილს, არამედ მთლიანობას ქმნის. მათ ერთი გონება, სული და სხეული აქვთ. არაფერს აკეთებენ ერთმანეთის გარეშე. მჭიდრო კომუნიკაციის გარეშე ვერ ძლებენ და მუდმივად ერთმანეთისკენ მიისწრაფიან. კირჩხიბებს ნიშნობა ან ფარული ჯვრისწერა ელოდებათ.
მერწყული & ტყუპი
კომუნიკაცია და ურთიერთნდობა არის ამ წყვილის ყველაზე ძლიერი მხარე. მნიშვნელობა არ აქვს დიდი ხანია შეყვარებულები ხართ თუ რამდენიმე თვე, 2019 წელი საუკეთესო დროა წარსულის საბოლოოდ გადასახაზად და ლამაზი მომავლის ასაშენელად. ვარსკვლავები ქორწინებას გიწინასწარმეტყველებენ.
კირჩხიბი & სასწორი
კირჩხიბი და სასწორი ერთად ძალიან კარგ დროს ატარებენ, ერთმანეთს პრობლემებს ავიწყებენ და ცხოვრების მშვენიერებას შეიგრძნობენ. მართალია, ამ ურთიერთობას ვნება და ცეცხლი აკლია - სექსუალურად არც თუ ისე მიიზიდებიან - მაგრამ ორივე ფიქრობს, რომ ოჯახი სექსს არ ეფუძნება, მთავარია, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ერთგულება. 2019 წელს თქვენც შეუღლდებით.
ვერძი & ტყუპი
ამ წყვილმა ბოლომდე შეიგრძნო რომანტიკა და შეყვარებულობის სიტკბოება. 2019 წელს ვერძი და ტყუპი მიხვდებიან, რომ ახალ ეტაპზე გადასვლის დროა.