მას შემდეგ რაც კომპანიამ Audi მის სამოდელო გამაში პირველი სპორტული ელექტრომობილის R8 E-Tron-ის წარმოებას თავი გაანება, მისი წარუმატებლობის გამო, ახლა ახალი ელექტრონული სუპერავტომობილი წარმოადგინა.
ეს არის კონცეპტუალური სპორტქარი სახელწოდებით PB18 E და მას 764 ცხენის ძალა აქვს.
შეგახსენებთ R8 E-Tron-ის კომპანიამ მხოლოდ 100 ეგზემპლარი აწარმოა და 1 მილიონად გაყიდა თითოეული, მაგრამ საქმე ამის იქეთ არ გაგრძელებულა. როგორც ჩანს კომპანიის სპორტული დივიზიონი არ ნებდება და სრულიად ახალი ელექტრომობილი უკვე მზად აქვს. მისი პრემიერა Pebble Beach-ზე რამდნეიმე საათში მოხდება, მანამდე კი კომპანიამ