ძალიან ბევრს გვაწუხებს მუცლის არეში დაგროვებული ცხიმი, რომელიც ყველაზე რთული დასაწვავია და არც ისე სასიამოვნოდ გამოიყურება, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ , რომ მუცლის არეში დაგროვებული ცხიმი არა მხოლოდ ესთეტიური თვალსაზრისითაა შემაწუხებელი, არამედ ეს შეიძლება იყოს რაიმე დაავადებაზე მიმანიშნებელი ჩვენს ორგანიზმში. საბედნიეროდ უნდა გაცნობოთ ისეთი სასმელის შესახებ , რომელიც ელვასავით სწრაფად დაწვავს მუცლის ცხიმს და ამასთან უზრუნველყოფს ჩვენი ორგანიზმის სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებას.
შემადგენლობა :
- 1 ლიტრი გამოხდილი წყალი.
- 100 გრამი შავი ქლიავის ჩირი.
როგორ მოვამზადოთ ?
შავი ქლიავის ჩირი კარგად გარეცხეთ და დაასხით წყალი . მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დატოვეთ 1 კვირის მანძილზე, შემდეგ გადმოასხით სითხე და სასმელიც მზადაა მისაღებად.
როგორ მივიღოთ ?
1 ჭიქა მიირთვით ყოველ დილით უზმოზე მანამ, სანამ შედეგს არ დაინახავთ
შავი ქლიავი ცნობილია თავისი დადებითი თვისებით , კერძოდ იგი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, მდიდარია ბოჭკოვანით, ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს და თავისუფალ რადიკალებს ებრძვის ორგანიზმში.
აღსანიშნავია ისიც , რომ შავი ქლიავი ხელს უშლის დიაბეტის განვითარებას, გეხმარებათ გათავისუფლდეთ ზედმეტი წონისგან, იგი ასევე ამცირებს სიმსივნის წარმოშობის რისკს.