2/26/2019

ვაკის პარკი – იყო და აღარ იყო

Vakis parki – Iko da aghar iko
G
გუშინ შენგან რომ წავედი

C                                      D
გარეთ ჩემი მანქანა აღარ იყო.
მანქანა კი არაფერი,
მაგრამ შიგნით ჩემი ხელის ჩანთა იდო.
ჩანთა დიდი არაფერი,
მაგრამ შიგნით სახლის გასაღები იდო.
სახლი დიდი არაფერი,
მაგრამ ლოგინის ქვეშ ბევრი ფული იდო.
ფული ბევრი არაფერი,
მთავარი ხომ ჩვენი ერთად ყოფნა იყო.
სწრაფად შენთან წამოვედი,
მაგრამ შენი ბინა ცარიელი იყო.
სადაც ადრე ჩვენ ვიწექით
იმ ლოგინზე ჩემთვის წერილი იდო.
თურმე სახლის გასაღები
შენი გულის გასაღები ყოფილიყო.
ა-ლა-ლა-ლა-ლა-ლა
ისე დიდი არაფერი სიყვარული იყო,
ა-ლა-ლა-ლა-ლა-ლა
ჯერ კი იყო, მაგრამ მერე უკვე აღარ იყო.