იცოდით? ყველა საბურავს თავისი სიჩქარის ლიმიტი აქვს (და არა მარტო)
განვიხილოთ მოცემული მაგალითი ცხრილის მიხედვით:
215/65 R 15 95 H
215 – საბურავის სიგანე მილიმეტრებში
65 – საბურავის სიმაღლე სიგანესთან შედარებით
R – საბურავის კონსტრუქცია. ამ შემთხვევაში – რადიალური
15 – საბურავის შიდა დიამეტრი (უნდა ემთხვეოდეს დისკის დიამეტრს)
95 – საბურავის დატვირთვის ინდექსი – დამამზადებლის მიერ ნებადართული მაქსიმალური დატვირთვის მაჩვენებელი.
H – საბურავის სიჩქარის ინდექსი – ავტომობილის დასაშვები მაქსიმალური სიჩქარის მაჩვენებელი (კონკრეტულ შემთხვევაში – 210 კმ/სთ-ში).