კრიპტობაზარზე 1000-ზე მეტი ციფრული ვალუტაა წარმოდგენილი. კაპიტალიზაციით 1 მილიარდიან ზღვარს მხოლოდ 40 აჭარბებს, მათ შორის ერთერთია Dogecoin.
დოგკოინის კაპიტალიზაცია ამ დროისათვის $1.229 მლრდს შეადგენს და 36-ე ადგილზე იმყოფება. მისი ღირებულება გასული 24 საათის განმავლობაში 17.4%-ით, ხოლო ბოლო 1 კვირაში 29.3%-ით გაიზარდა.
დოგკოინი 2014 წელს შეიქმნა, თავდაპირველად 1 დოგკოინის ღირებულება ცენტის მეასედზე ნაკლებს შეადგენდა, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 6 მილიონ დოლარზე ნაკლებს. საკმაოდ მოკლე დროში -1.5 თვეში კაპიტალიზაციამ 90 მილიონ დოლარს გადააჭარბა, თუმცა მალევე ისევ 6-ჯერ შემცირდა და 2017 წლის აპრილამდე აღარც გაზრდილა. დღეს მისი ფასი 1 ცენტია, რაც 1 წლის წინანდელს 50-ჯერ აღემატება, 1 თვის წინანდელს კი 4-ჯერ.
მიმოქცევაში 112 მილიარდი დოგკოინია გაშვებული, ვაჭრობის მოცულობამ 24 საათში 163 მილიონი დოლარი შეადგინა.
https://m2b.ge/post/177696-dogecoin-kidev-erti-alternatiuli-cifruli-valuta