შობა-ახალი წელი და საჩუქრები ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. რა უნდა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანებს - ამ საკითხზე მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს. შედეგები სამეცნიერო ჟურნალში Experimental Social Psychology-ში გამოქვეყნდა.
ვაჩუქებ-ვიჩუქებ (საჩუქრები-Gifts) (არაკომერციული ჯგუფი)
კვლევის შედეგები ასეთია:
- აჩუქეთ ადამიანებს ის, რაც ყველაზე მეტად სურთ - კვლევისას დადგინდა, რომ ადამიანები საჩუქრის მიღებისას ელიან, რომ ყუთში ის დახვდებათ, რაც ყველაზე მეტად სურთ.
- შეარჩიეთ ლამაზი მისალოცი ბარათი - მეცნიერების თქმით, საჩუქართან ერთად მისალოც ბარათს დიდი მნიშვნელობა აქვს. ლამაზი გაფორმებით მისალოცი ბარათი სიურპრიზს უფრო მეტად საინტერესოს გახდის.
- აჩუქეთ თქვენი ხელით - ადამიანები იგრძნობენ, რომ ისინი თქვენთვის მნიშვნელოვანი პერსონები არიან.
- შეეცადეთ საჩუქარი თქვენს ინტერესებთანაც იყოს ახლოს - მეცნიერების აზრით, საჩუქარი, რომელიც მჩუქებელსაც მოსწონს უფრო მეტად აახლოებს ადამიანებს.
- საჩუქარს მოაძრეთ ფასის აღმნიშვნელი იარლიყი - თუ საჩუქარს ფასი მითითებული ექნება ეს უხერხულ მომენტს შექმნის.
- საჩუქარი ერთჯერადი არ უნდა იყოს - მეცნიერების აზრით, ადამიანებს ისეთი საჩუქრები მოსწონთ, რომლებსაც ხშირად გამოიყენებენ, მაგალითად სამზარეულოს ნივთები, გაჯეტები და ა.შ.
- შეფუთეთ საჩუქარი - საჩუქარი ნებისმიერ შემთხვევაში შეფუთეთ და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იცით, რომ ის არც ისე კარგია.