კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი უილიამ ბილ გეიტსი უპირატესობას ბიტქოინს ანიჭებს. მისი თქმით, ბიტკოინი ნაღდ ვალუტაზე უკეთესია, რადგან არის ელექტრონული, უფრო სწრაფი, მარტივი და იაფი.
"მე ვალუტას ელექტრონული ფული – ბიტქოინი მირჩევნია", - განაცხადა ბილ გეიტსმა გამოცემა "ბლუმბერგთან" ინტერვიუში.
დღევანდელი მონაცემებით, 1 ბიტქოინი 6 123.17 აშშ დოლარი ღირს.
2016 წლის 1-ელ ნოემბერს 1 ბიტქოინის ფასი 729,27 აშშ დოლარი იყო.
Bloomberg