ვანუატუს რესპუბლიკა |
წყნარი ოკეანის პატარა კუნძული ვანუატუ პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის მოქალაქეობის ყიდვაც ბიტკოინებით შეიძლება. ინფორმაციას ამის თაობაზე, თავად Bitcoin-ი ავრცელებს.
ვანუატუს მოქალაქეობის გაფორმება სულ რაღაც 44 ბიტკოინი ეღირება, რაც 220 000 დოლარის ეკვივალენტია კრიპტოვალუტის დღევანდელ კურსთან მიმართებით. ქვეყანაში მოქმედი კანონის თანახმად, მოქალაქეობის მქონე პირს ქვეყანაში ცხოვრების არანაირი ვალდებულება არ აქვს.
ვანუატუს ხელისუფლება ფიქრობს, რომ ბევრი უცხოელი დაინტერესდება მოქალაქეობის ყიდვით, რადგან ქვეყანაში საგადასახო პოლიტიკა ძალიან ლიბერალურია და შესაბამისად, ბიზნესის კეთებისთვის მიმზიდველი პირობებია.