11/11/2017

ვებ-საიტების მონეტიზაცია მაინინგით

ვებ-საიტების საშუალებით მაინინგი თავდაპირველად ექსპერიმენტის სახით იქნა გამოყენებული დიდი ტრაფიკის მქონე ვებ-გვერდების მიერ, თუმცა ეხლა ამ მოვლენამ შეუქცევადი სახე მიიღო და ვირუსივით ვრცელდება ინტერნეტ სივრცეში.
მაშ რა არის ვებ-მაინინგის არსი? - საქმე იმაშია, რომ საიტში ან ბლოგში ჩასმულია სპეციალური სკრიპტი (კოდი) და ჩვეულებრივი მომხმარებლების საიტზე თუ ბლოგზე ვიზიტის დროს, მათი მოწყობილობის (პერსონალური კომპიუტერის, ნოუთბუქის, პლანშეტის, სმარტფონის) პროცესორების დატვირთვის ხარჯზე - საიტის მფლობელებს ერიცხებათ გარკვეული კრიპტოვალუტა.
ყველაზე ხშირად ეს კრიპტოვალუტა არის Monero (XMR), თუმცა ვებ მაინინგი უკვე მუშაობს სხვა კრიპტოვალუტაზეც - Feathercoin, Litecoin, JSE და სხვა.


ზოგადად, როგორც საიტის მონეტიზაციის საშუალება ვებ მაინინგი არ არის ცუდი იდეა და ალბათ შორს არ არის ის დრო, როცა საიტები და ბლოგები ამ გზით პატიოსნად მიიღებენ შემოსავლებს, თუმცა ამჟამად ამ ყველაფერს ძალიან ქაოსური სახე აქვს და ძირითადად ხდება დაფარულად, მომხმარებლების ნების გაუთვალისწინებლად, რაც არაეთიკურია და მათი უფლებების შელახვაა.
ხშირია შემთხვევები, როცა არათუ მომხმარებლის ნების გაუთვალისწინებლად, არამედ ვებ-საიტების და ბლოგების მფლობელები არ არიან აზრზე, რომ მათი რესურსის კოდში ჩასმულია ამგვარი სკრიპტი, დარეგულირებულია უშეღავათოდ (პროცესორის 100%-იანი დატვირთვა) და მიმდინარეობს მაინინგი მომხმარებლის და საიტის ხარჯზე, ხოლო მოგება მიდის მასთან ვინც ეს სკრიპტი გარკვეული საშუალებებით იქ მოახვედრა.
ამის თვალსაჩინო მაგალითია თავად ეს საიტი - allinteres.blogspot.com სადაც დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში რესურსის მფლობელები და სამწუხაროდ ტექნიკური პერსონალი საქმის კურსში არ იყვნენ - თუ რა ხდებოდა საიტზე.
ამ მასალის შექმნაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა, რათა სხვა რესურების მფლობებლები და მომხმარებლები დაცული იყვნენ ამგვარი ფაქტებისგან. ამისთვის, პირველ რიგში საჭიროა სკრიპტის აღმოჩენა, რაც ძალიან მარტივია, რადგან საიტის კოდში რთული არ არის იპოვოთ ამგვარი კოდი:
რაც შეეხება მომხმარებლის თავდაცვას, ამის შესახებ წაიკითხავთ ოდნავ ქვემოთ.
მაინც რა თანხის გამომუშავება შეიძლება საკუთარი საიტის საშუალებით? ამის შესახებ ქვემოთ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციაა, თუმცა ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საკუთარი საიტი ან ბლოგი აქვს და აინტერესებს რა შემოსავალი შეიძლება მისცეს ამგვარმა მონეტიზაციამ, შეუძლია ექსპერიმენტის სახით გარკვეული ხნის განმავლობაში (მაგალითად ერთ თვით) განათავსოს ამგვარი სკრიპტი საკუთარ საიტზე ან ბლოგზე.
გაითვალისწინეთ! - ნუ ჩასვამთ სკრიპტს საკუთარ საიტზე ან ბლოგზე მომხმარებლისგან დაფარულად. ამით თქვენ პატივს არ სცემთ მის უფლებებს - ჰქონდეს ინფორმაცია, რომ საკუთარი მოწყობილობის პროცესორი ან ვიდეობარათი არის დამატებითი დატვირთვის ქვეშ.
სერვისის კოდი ითვალისწინებს ამგვარ გაფრთხილებას, რომელიც ამოცურდება საიტზე შესვლის დროს (ან სხვა სახით) და ამცნობს მომხმარებელს, რომ საიტი (ან ბლოგი) იყენებს მისი კომპიუტერის სიმძლავრეს და სთავაზობს მას აირჩიოს - მისცეს სკრიპტს ამის საშუალება თუ გათიშოს მაინინგი.
ერთი სიტყვით, მომხმარებელს ეძლევა არჩევნის უფლება - დართოს ნება სკრიპტს გამოიყენოს მისი მოწყობილობის რესურსი, თუ არ მისცეს ამის საშუალება.
სავარაუდოდ, თუ საიტი კეთილსინდისიერია, გამოირჩევა კარგი კონტენტით და იმსახურებს მომხმარებლის სიმპატიას, იგი დართავს მას ნებას გამოყენებული იქნას საკუთარი მოწყობილობის რესურსის ნაწილი (მაგალითად არა 100%-იანი, არამედ 20-30 ან მაქსიმუმ 50%-იანი დატვირთვა).
მაგრამ, თუ საიტს არა აქვს კარგი რეპუტაცია, არ სარგებლობს სიმპატიით, ან უბრალოდ მომხმარებლის მოწყობილობას აქვს ისედაც მწირი რესურსი, რომელიც ვერ გაუძლებს დამატებით დატვირთვას (სუსტი კომპიუტერი, პლანშეტი, სმარტფონი), იგი დააჭერს ღილაკს და გათიშავს მაინინგს, რაც ასევე მისი უფლებაა.
თავდაცვა - საიტზე ჩაშენებულ ყოველგვარ კრიპტოვალუტის მაინერს, რომელიც მომხმარებლისგან ფარულად ახორციელებს მაინინგს, შესანიშნავად უმკლავდება  AdBlock-ის გარკვეული გაფართოებები, თუმცა ყველაზე კარგად ამას აკეთებს Google Chrome და Mozilla Firefox - ის მარტივი გაფართოება No Coin და minerBlock რომელებიც მაშინვე ბლოკავენ ამგვარ სკრიპტებსა და კოდებს.
სერვისები, რომლის საშუალებითაც შესაძებელია ვებ-მაინინგი უამრავია, თუმცა აქ მოყვანილია ამ საქმის პიონერი და ყველაზე ცნობილი რესურსები:

Coinhive - ეს არის N 1 ყველაზე ცნობილი და სკანდალური ჯავასკრიპტ მაინერი ვებსაიტებისა და ბლოგებისთვის.
მისი საშუალებით მიღებული შემოსავალი (საიტის ან ბლოგის მონეტიზაცია) პირდაპირდამოკიდებულია ვებ-გვერდის პოპულარობაზე, ტრაფიკზე, მომხმარებლის მიერ საიტზე გატარებულ დროზე და მისი კომპიუტერის მწარმოებლობაზე (სიმძლავრეზე).
სერვისზე რეგისტრაცია და საუთარ საიტზე ან ბლოგზე გასათავსებელი კოდის მიღება ხდება უმარტივესად, რამოდენიმე წუთში. - ღილაკი - INTEGRATE COINHIVE ON YOUR WEBSITE.
სერვისი იძლევა კოდს, რომელიც ისმება საიტში ან ბლოგში და Javascript Miner Api - ის დახმარებით, ხდება საიტის ვიზიტორების კომპიუტერებში პროცესორების დატვირთვის გაზრდა და კრიპტოვალუტის Monero (XMR) გამომუშავება.
ანაზღაურებისთვის - კრიპტოვალუტა მონერო შერჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ არსებობს დაბალი მოთხოვნა ალგორითმ Cryptonight-ის გასაშვებად, რომელიც საჭიროა XMR-ების მოსაპოვებლად.
აგრეთვე - ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა ვალუტებისგან განსხვავებით ნაკლებად ტვირთავს მომხმარებლის კომპიუტერების პროცესორებს და მისაღებია მისი კურსიც - დოლართან მიმართებაში.
სერვისი, საიტის მონეტიზაციის თვალსაზრისით არის როგორც ბანერული და სხვა სახის მომაბეზრებელი რეკლამის კარგი ალტერნეტივა. თუმცა ეს ორი სახის რეკლამა ერთმანეთს ხელს არაფერში უშლის.
რა თქმა უნდა მეტი შემოსავლისთვის ტრაფიკი მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მეტს გამოიმუშავებენ ტორენტები, კონსაიტები, თამაშების საიტები, სადაც მომხმარებელი ატარებს უფრო მეტ დროს, ვიდრე საინფორმაციო რესურსებზე.
პროგრამა საიტის მფლობელს ურიცხავს გამომუშავებული თანხის 70%-ს და თავად იტოვებს 30%-ს.
სკრიპტში შემავალი კოდის საშუალებით, პროცესორზე და ვიდეობარათზე დატვირთვის რეგულირება შესაძლებელია. ასევე შესაძლებელია (და აუცილებელიცაა) მომხმარებლის გაფრთხილება, რომ საიტზე ჩართულია მაინინგის სკრიპტი.
სერვისის საშუალებით, თუ მომხმარებელს არა აქვს საკუთარი საიტი ან ბლოგი, და აქვს მძლავრი კომპიუტერი, შესაძლებელია ადგილზე, ბრაუზერში მაინინგიც - START MINING.
პროექტს აქვს საინტერესო სერვისი - Proof of Work Captcha - იგი "კაფჩის" შეყვანის დროს ასრულებს მინი მაინინგის ოპერაციას და საიტზე ან ბლოგზე რეგისტრაციის, ან რამე სხვა ოპერაციის შესრულებისას, როცა მომხმარებლისთვის საჭიროა "კაფჩის" შეყვანა ყოველი ამგვარი შეყვანის დროს ბალანსზე დაგერიცხებათ ცოტაოდენი მონერო.
საკუთარ საიტზე, ბლოგზე და ა.შ ამგვარი "კაფჩის" ჩასასმელი კოდი განთავსებულია მენიუში - Documentation. იქვე ნახავთ სხვა საინტერესო ფუნქციებსაც. მაგალითად - Simple Miner UI - თქვენს საიტზე გასათავსებელ ბანერს (შესაძლებელია ბანერის ფერებისა და ზომების საკუთარ სატიზე მორგება), რომლის საშუალებითაც მომხმარებელი თავად არეგულირებს მაინინგის პროცესს, ჩართავს სერვისს, გამორთავს, თავად დაარეგულირებს ჰეშების და ნაკადების სიმძლავრეს, სიჩქარესა და რაოდენობას.
აგრეთვე Non-Adblocked Version ანუ როგორ არ უნდა იქნას დაბლოკილი Coinhive-ეს სერვისები სპეციალური პროგრამების და ბრაუზერის გაფართოებების მიერ და ა.შ.
Coinhive-ზე ასევე არსებობს მოკლე ბმულების სერვისი -  Shortlinks - მისი მოქმედების პრინციპი ასეთია - ჩაწერთ სპეციალურ არეში სასურველ ბმულს და სერვისი მას გარდაქმნის მოკლე ბმულად, რომელზე დაჭერის დროსაც მომხმარებელი გადადის ძირითად URL-ზე, მაგრამ ისე, რომ ცოტა ხნით - 20-40 წამით მონაწილეობს მაინინგში და თქვენ კი გამოიმუშავებთ ცოტაოდენ მონეროს.
სხვათა შორის - ქვემოთ განთავსებული სერვისის ბმული სწორედ ამგვარ მოკლე ბმულს წარმოადგენს და მისი საშუალებით შეგიძლიათ 30-40 წამის განმავლობაში, ექსპერიმენტის სახით გატესტოთ კიდეც საკუთარი კომპიუტერი პროცესორის დატვირთვაზე (ჰეშების რაოდენობის რეგულირება შესაძლებელია).

Coinhive.com

JSEcoin - ეს არის მრავალფუნქციური პროექტი, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელია ერთდროულად - საკუთარი კომპიუტერის ბრაუზერში ან ვებ საიტზე ახალი კრიპტოვალუტის - JSE-ს მაინინგი. ასევე შეიძლება ამ ახალ კრიპტოვალუტაში თანხის ინვესტიცია.
ვებ საიტით ან ბლოგით მაინინგის დროს, მენიუში - publishers უნდა მოხდეს საკუთარი საიტის ან ბლოკის დამატება. სისტემა იძლევა კოდს, რომლის ჩასმაც ხდება საკუთარი ვებ-საიტზე ან ბლოგზე. ამის შემდეგ კი მომხმარებლების ვიზიტებით რესურსებზე, მათი ბრაუზერების მაინინგით გროვდება გარკვეული რაოდენობის JSE-ები.
აღსანიშნავია, რომ ახალმა ვალუტამ სულ ახლახან გაიარა pre-ICO და ამ მასალის დაწერის მომენტისთვის მისი კონვერტაცია სხვა ვალუტაში არსად არ ხდება, თუმცა სანამ ეს მოხდება (დამფუძნებლები აღნიშმავენ, რომ 2018 წლისთვის კრიპტოვალუტა უკვე გავა ბირჟებზე) მისი ღირებულება უკვე განსაზღვრულია და შეძენა USB/BTC/ETH-ით შეიძლება კურსით - 1 JSE= 1 $ რაც სტარტისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია (იხილეთ მენიუში Investors).
სერვისის კიდევ ერთი მთავარი პლუსი არის ის, რომ მომხმარებელს, რომელსაც არა აქვს სააკუთარი საიტი ან ბლოგი, მისი საშუალებით მაინინგი შეუძლია პირდაპირ საკუთარი კომპიუტერის ბრაუზერში. ამისათვის მენიუში აირჩევთ - Mining, შემდეგ კი დააჭერთ Start Mining. ბრაუზერში მაინინგი დაიწყება და კრიპტოვალუტა JSE დაგროვებას დაიწყებს თქვენს ანგარიშზე.
იქვე შესაძლებელია პროცესორის CPU დატვირთვის რეგულირება 1-დან 9-მდე (დააჭერთ settings) შესაბამისად გრაფიკი აჩვენებს პოცესორის დატვირთვას შესამისი გრაფიკით, იქვე ჩანს დაგროვილი JSE-ების რაოდენობა. იმის გამო, რომ JSE კრიპტოვალუტა ახალია, იგი პრაქტიკულად არ ტვირთავს კომპიუტერს.
მოგების მოცულობა საიტზე ან ბლოგზე დამოკიდებულია მომხმარებლების რაოდენობაზე, მათ მიერ საიტზე გატარებულ დროზე და მომხმარებლის კომპიუტერების სიმძლავრესა და მწარმოებლობაზე. ხოლო ბრაუზერით მაინინგის შემთხვევაში მაინინგის დროზე და კომპიუტერის მწარმოებლობაზე (სიმძლავრეზე).
აკრძალული არ არის და ნებადართულია მაინინგი ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობაზე.
სერვისი რეგისტაციის შემდეგ იძლეა ბონუსს 0.12 JSE-ს. დამატებითი გამომუშავებისთვის გააჩნია პარტნიორული (რეფერალური) პროგრამაც (მენიუ Referrals).
JSEcoin
Gridcash -პარტნიორული მაინინგის კიდევ ერთი სერვისი, რომლის საშუალებითაც კრიპტოვალუტის მოპოვება ხდება მომხმარებლების კონპიუტერების (ბრაუზერების საშუალებით).
პროექტის არსი შემდეგშია:
სისტემის მიერ ხდება განაკუთრებული კოდის ფორმირება, რომლის ჩასმა შესაძლებელია საიტებზე და ბლოგებზე, სადაც მომხმარებლების ვიზიტების დროს ხდება თანხის გამომუშავება და დაგროვება.
მაინინგის საშუალებით გამომუშავებული კრიპტოვალუტა მუდმივად იცვლება პროფიტის (მოგებაზე ორიენტირებულობის) ან უფრო მაღალი შემოსავლიანობის მიხედვით.
Gridcash-ით თანხის გამომუშავება ხელსაყრელია ვებ-საიტებისა და ბლოგების მფლობელებისთვის, რომელთაც გააჩნიათ საინტერესო რესურსი და არ სურთ საკუთარ საიტზე ბანერული და სხვა სახის მომაბეზრებელი რეკლამების განთავსება. ამ დროს, Gridcash კარგი ალტერნეტივა დესკტოპური ტრაფიკის მონეტიზაციის თვალსაზრისით.
თუმცა, ბანერული, ტიზერული და სხვა სახის რეკლამა - მაინინგის საშუალებით თანხის გამომუშავებას ხელს არ უშლის.
თანხის გადახდა ხდება მითითებული ბიტკოინ საფულის ანგარიშზე (სხვა კრიპტოვალუტის გამომუშავების შემთხვევაში, ხდება მისი კონვერტაცია ბიტკოინში) და Webmoney (Z საფულის) ანგარიშზე.
გადახდა ხდება კვირაში ერთხელ. თანხის გამოტანის შეზუდვა არ არსებეობს, ანუ შესაძლებელია გამოტანილი იქნას ნებისმიერი რაოდენობის თანხა.
პროგრამის შემოსავლიანობა დამოკიდებულია საიტზე ან ბლოგზე უნიკალური მომხმარებლების რაოდენობაზე, მათ მიერ საიტზე გატარებულ დროზე და მომხმარებლების კომპიუტერების პროცესორების სიმძლავრეზე.
Gridcash-ის საშუალებით მაინინგის კიდევ ერთი პლუსია მისი ინტენსიურობის რეგულირების შესაძლებლობა - ანუ მომხმარებლის კომპიუტერის პროცესორის დატვირთვა: 0,5 ბირთვით, 1 ბირთვით, 2 ბირთვით და ა.შ - ყველა ბირთვამდე.
Gridcash



Segregated Witness Cryptocurrency Exchange Ethereum Blockchain and Bitcoin Conference Bitcoin business bitcoin China Digital Currency blockchain technology Future of money Cryptocurrency Bitcoin Government altcoins Bitcoin Bank Accept Bitcoin Bitcoin mining Bitcoin Trading bitcoin regulation Russia ICO Bitcoin Payment Bitcoin market Blockchain Bitcoin & Blockchain Bitcoin Transactions Bitcoin price Japan Bitcoin investment