11/16/2017

როგორ შეიძლება გამოვიწეროთ Bitmain-დან ესა თუ ის პროდუქტი (s 9, D3, L3 და ა.შ) მოგცემთ მოკლე ინსტრუქცია


მეგობრებო ვინაიდან ხშირად ისმება კითხვები თუ როგორ შეიძლება გამოვიწეროთ Bitmain-დან ესა თუ ის პროდუქტი (s 9, D3, L3 და ა.შ) მოგცემთ მოკლე ინსტრუქციას, პირველ რიგში უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და ვერიფიკაცია https://cex.io რადგანაც ამ ონლაინ საფულზე შეიძლება ბართის მიბმა, დოლარის ან ევროს შეტანა და შემდგომ ბიტკოინ ქეშის ყიდვა (BCH). გარდა იმისა რომ ბიტმაინზე სხვადასხვა პროდუქტების საყიდლად ყველაზე მოსახერხებელია აღნიშნული საფულე ასევე იგი ერთერთ ყველაზე დაცულ და მოსახერხებელ საფულეს წარმოადგენს, თანხის შეტანაზე 3.8 % საკომისიო, შიდა ტრანზაქციებზე 0.25% გამოტანაზე ფიქსირებული 3.8 დოლარი. არ დაგავიწყდეთ რომ ხშირად ცეხიოდან მოსული წერილები სპამებში ვარდება და იქიაც შეამოწმეთ!


ვერიფიკაცია საკმაოდ რთული და საყურადღებო პროცედურაა, ამიტომაც ყურადღებით უნდა იყოთ. ვერიფიკაცია იმისათვის გვჭირდება რომ მივაბათ ბარათი და გადმოვრიცხოთ თანხა ჩვენთვის სასურველ მისამართზე. დღეში 3000$ ლიმიტი და კიდევ შეიძლება გაზრდა როგორც ვიცი, მე მეტი არ დამჭირვებია. ქვემოტ მოცემულია ვიდეო ინსტრუქციების ლინკები.
ამის შემდეგ უნდა დარეგისტრირდეთ ბიტმაინზე, რომლის ინსტრუქციაც ქვემოთაა მოცემული, და გამოიწეროთ პროდუქტი, გაითვალისწინეთ, რომ როცა ორდერი მოგივათ 1 საათი გაქვთ გადასახდელად მერე გიუქმდებათ ამიტომ ცეხ.იო -ზე ყველაფერი გამზადებული უნდა გქონდეთ რომ მოასწროთ გადარიცხვა ბიტმაინზე.
ბიტმაინიდან გამოწერის ინსტრუქცია: how-to-buy-antminer-bitmain-step-…
Cex ze ფერიფიკაციის ინსტრუქცია: