10/28/2017

Yobit-გვჩუქნის იაფიან კოინებს

ინტერნეტით ფულის გამომუშავების უამრავი მეთოდი არსებობს, რომელთა შესახებ არაერთი სახელმძღვანელოა დაწერილი, არსებობს სპეციალური ვიდეოკურსები, სემინარები, ინსტრუქციები და ა.შ
ინტერნეტით სოლიდური თანხის გამომუშავება - ცოდნას, მონდომებას, ნებისყოფას, მოტივაციას და დროს მოითხოვს, თუმცა არსებობს მეთოდები, რომლის საშუალებითაც განსაკუთრებული ცოდნის გარეშე და ელემენტალური მოქმედებით არის შესაძლებელი გარკვეული თანხის გამომუშავება: ეს არის აქტიური რეკლამის სისტემები (CAP), პარტნიორული პროგრამები, კოპირაიტინგი, ბიტკოინები, საფოსტო სპონსორები, ინტერნეტ სერფინგი და ა.შ
ასეთი სერვისები ინტერნეტის თვალუწვდენელ სამყაროში უამრავია, თუმცა მათ შორის სანდოს და ნამდვილად გადამხდელის გამორჩევა რთული საქმეა.
თანხის გამომუშავების ასეთ მეთოდს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს და სამართლიანადაც, რადგან იმ დროის განმავლობაში, რაც ამ სერვისებთან უნდა გაატაროთ, შესაძლებელია ცოდნის შეძენა, უკეთესად მომზადება და შეუდარებლად ეფექტური საშუალებებით მაღალი შედეგების მიღწევა (ეს სხვა თემაა და ამ მეთოდებზე დაწვრილებით მოგითხრობთ სხვა სტატიებში).
yobit.io - ეს არის კრიპტოვალუტების ბირჟა, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ, გაყიდოთ და რაც მთავარია უფასოდ დააგროვოთ ინტერნეტის ქსელში არსებული ნებისმიერი კრიპტოვალუტა.
რესურსზე დარეგისტრირება ძალიან მარტივია. უპირველეს ყოვლისა აირჩევთ ენას - საიტის მარჯვენა ზედა კუთხეში (ინგლისურს ან რუსულს). ამის შემდეგ კი დააჭერთ რეგისტაციის ღილაკს - Registration/Регистрация.
შემდეგ შეავსებთ რეგისტრაციის ველს - სახელი, პაროლი, ელ-ფოსტა. გაააქტიურებთ ელ ფოსტაზე გამოგზავნილ ბმულს და რეგისტრაციაც დასრულებულია.
სერვისზე თქვენ დაინახავთ კრიპტოვალუტის კურსებს, კურსის ცვლილებებს და სხვადასხვა გრაფიკებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბირჟაზე კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვით საკმაოდ დიდ თანხას გამოიმუშავებენ, თუმცა ამისთვის საწყის ეტაპზე გარკვეული ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო.
ბირჟაზე თქევნს მიერ გადარიცხული ან დაგროვილი თანხები შეგიძლიათ აკონტროლოთ მენიუში - Wallets / Балансы.
ყიდვა და გაყიდვა ხდება მენიუში - Trade / Трейд. აქ შეიძლება გრაფიკის შესწავლით, რჩევით, ან საკუთარი ინტუიციით იყიდოთ და გაყიდოთ ნებიმიერი კრიპტოვალუტა.
ამ ყველაფერის შესწავლას დრო სჭირდება, ამ დროის განმავლობაში კი ბირჟაზე შეგიძლიათ უფასოდ დაააგოვოთ ასობით კრიპტოვალუტა, პრაქტიკულად ყველა, რაც კი არსებობს ქსელში.
ამისათვის საჭიროა დააჭიროთ ღილაკს FreeCoins და თქვენს წინ ჩამოიშლება უფასო კრიპტოვალუტის უზარმაზარი ცხრილი.
ადრე აქ უფასო კრუპტოვალუტის ბალანსზე გადატანას ათიოდე წუთი სჭირდებოდა, ეხლა კი აქ ასობით უფასო კრიპტოვალუტაა, რომელიც გადაგაქვთ ბალანსზე დღის განმავლობაში, როცა კი მოიცლით, რადგან ერთჯერადად ამას დიდი დრო დასჭირდება.
ამისთვის მიყვებით და თანმიმდევრობით აჭერთ ღილაკს Get free coins (თუ სერვისს ინგლისურ ენაზე ამუშავებთ), ან ღილაკს Получит (თუ სერვისს რუსულ ენაზე ამუშავებთ).
აღასანიშნავია, რომ ამ ასობით უფასო კრიპტოვალუტის დაგროვებას არ სჭირდება "კაფჩის" შეყვანა. შეიყვანთ მხოლოდ ერთხელ (პირველად) და შემდეგ მისი შეყვანა საჭიროა მხოლოდ დროდადრო - 100-200 დაჭერის შემდეგ.
ამ ღილაკებზე დაჭერის შემდეგ ირთვება ტაიმერი - დრო შეიძლება სხვადასხვა იყოს 30 წუთიდან - 24 საათამდე. ამ დროის ამოწურვის შემდეგ დაგროვილი კრიპტოვალუტები გადადის თქვენს ბალანსზე - Wallets (ინგლისურად) ან Балансы (რუსულად). იქედანვე შეგიძლიათ თანხის გამოტანა.
უფასო კრიპტოვალუტები არ ილევა ფაქტიურად მთელი დღის განმავლობაში. შეგიძლიათ რეგულარულად ჩამოყვეთ და ჩართული ტაიმერების გასწვრივ სადაც შეგხვდებათ გამწვანებული ღილაკი - ready (ინგლისურად) ან готово (რუსულად), დააჭიროთ და ჩართოთ ტაიმერი მათ გასწვრივ მდებარე ღილაკის Get free coins (ინგლისურად) ან  получить (რუსულად) საშუალებით, ანუ გადაამისამართოთ კრიპტოვალუტა თქვენი ბალანსისკენ.
კიდევ ერთ შესანიშნავი ფუნქცია, რომელიც აქვს კრიპტ-ბირჟას, არის ინვესტიციის შესაძლებლობა - InvestBoxჩადებული თანხა (ნებისმიერი კრიპტოვალუტა, დოლარი ან რუბლი) იძლევა დღეში 0.2-დან 4%-მდე მოგებას. რაც წელიწადში გამოდის 107 %. ამ დონის პრცენტით ეს პრქტიკულად ერთადერთი სანდო ბირჟაა ბაზარზე.
დაგროვილი პროცენტის, ისევე როგორც ჩადებული ივესტიციის უკან გამოტანა შესაძლებელის მომენტალურად, მხოლოდ ღილაკზე ხელის დაჭერით. 
თუმცა აღსანიშნავია, რომ დაგროვილი პროცენტის გამოსატანად სისტემა ითხოვს დღეში 5 ფსონის დადებას თამაშში Diceეს არის ჩვეულებრივი თამაში - "მეტი-ნაკლები" ისეთივე, როგორც სერვისში - Freebitcoin
გირჩევთ დადოთ მინიმალური ფსონი - 1 სატოში 5 -ჯერ და თუნდაც მოიგოთ, მეტი აღარ ითამაშოთ, რადგან სისტემას სურს თქვენი ჩათრევა, ამგვარად თქვენ მოიგებთ ან წააგებთ 5 სატოშს და გამოიტანთ თქვენი ინვესტირებული თანხის პროცენტს.
თუ ინვესტიცია არა მხოლოდ ბიტკოინებში, არამედ სხვა კრიოტოვალუტაშიც გაქვთ ჩადებული (მაგალითად ეთერიუმი ETH), საჭიროა Dice -ში გააკეთოთ მინიმალურ ფსონი 5-ჯერ ეთერიუმშიც, დაგროვილი პროცენტის გამოსატანად.
ასევე სხვა კრიპტოვალუტების ინვესტიციის შემთხვევაში.
სერვისს აქვს რეფერალური სისტემა. მიიტანეთ მაუსი თქვენი მომხმარებლის სახელთან, ჩამოიშლება მენიუ, სადაც დააწვებით ზემოდან მეორე ღილაკს Affiliate (ინგლისურად) ან партнерка (რუსულად).
ცენტრში დაინახავთ რეფერალურ ბმულს. რომელსაც განათავსებთ სადაც გსურთ, გაუზიარებთ მეგობრებს და ამ ბმულით დარეგისტრირებული მომხმარებლების შემოსავლების 20% ჩაგერიცხებათ ბონუსის სახით ბალანსზე.
იქვე ნახავთ ბონუსების სისტემას - (Silver, Gold, Platinium)
პროექტს აქვს ჩატიც, სადაც მომხმარებლები ონლაინ რეჟიმში აძლევენ ერთმანეთს რჩევებს და უზიარებენ გამოცდილებას.