7/26/2017

ცხელი აბაზანა სირბილზე არანაკლებ კალორიას წვავს

თუ დარბაზში სიარული თქვენთვის ზედმეტად რთულია,შეგიძლიათ სხვა აქტივობას მიმართოთ. როგორც მეცნიერი,სტივ ფოლკნერი ამტკიცებს,ცხელი აბაზანა ისეთივე სასარგებლოა,როგორც ყოველდღიური ვარჯიში.კვლევების თანახმად თბილი წყალი არამარტო შესანიშნავად ხსნის სტრეს,არამედ 2 ტიპის დიაბეტისთვის არის პროფილაქტიკა და ასევე წონასთან ბრძოლაშიც გვეხმარება.
კვლევის მიზანი გახდა დადგენა იმის,თუ როგორ იცვლება შაქრის დონე სისხლში აბაზანის მიღების დროს.დაკვირვება 14 ადამიანზე მიმდინარეობდა,რომლებიც 1 საათის მანძილზე იჯდნენ ველოსიპედზე და იღებდნენ ცხელ აბაზანას (წყლის ტემპერატურა 40 გრადუსი).
რა თქმა უნდა ველოსიპედით ვარჯიშმა მეტი კალორია დაწვა,თუმცა წლის პროცედურამ ისეთივე შედეგი გამოიღო,როგორც 30 წუთის მანძილზე სწრაფი სიარული გვაძლევს.
ფოლკნერის თქმით,პროცედურები ასევე იმუნიტეტს აძლიერებს და კარგია გაციების პროფილაქტიკისთვის.ამ დროს აბაზანის მიღება 15 წუთს უნდა აღემატებოდეს და 40გრადუსს არ უნდა აცდეს.