6/27/2017

ქალის მართვის ღილაკები — მისი ეროგენული ზონები


არ ჩამეთველბა აღმოჩენად, თუ ვიტყვი, რომ ადამიანის ორგანიზმს აქვს რეაქციისა და რეფლექსიის უნარი, რომელსაც მართავს ნერვული სისტემა. როგორც წესი, ჩვენ ვგრძნობთ თითქმის ყველა შეხებას, რაზეც ჩვენს ტვინს აქვს უკუპასუხი, რომელიც ძირითადად გამოიხატება გარკვეულ რეაქციაში. ერთ-ერთი ასეთი რეაქციაა სექსუალური აღგზნება, თუმცა, იმისთვის, რომ აღაგზნო შენი პარტნიორი, უნდა იცოდე მართვის ღილაკები. 



როგორც წესი, ამ ღილაკებს ეროგენული ზონები ჰქვია (ხშირად - ეროზონები). აუცილებელი ინფორმაცია: ქალებს ორჯერ უფრო მეტი ეროგენული ზონა აქვთ, რაც ორჯერ უფრო ხანგრძლივს ხდის მათი აღგზნების პროცესს. 

ეროზონები დაბადებიდანვე აქვს ადამიანს, თუმცა, გარკვეული დროის განმავლობაში მათი აქტიურობა ძალიან მცირეა. დაახლოებით 11-13 წლისთვის ისინი გაღვიძებას იწყებენ. ზოგადად, ცხოვრების განმავლობაში მათი რაოდენობა, ლოკაცია, მგრძნობელობა შეიძლება იცვლებოდეს. ეს დამოკიდებულია არა მარტო ასაკზე, არამედ ნერვულ სისტემაზე, სტრესებზე, გადატანის ფიქოლოგიურ და ფიზიკურ ტრავმებზე, ალკოჰოლის მიღებაზე, მოწევაზე, ნარკოტიკებზე და ა.შ.

მოცემულ გამოსახულებაზე აღნიშნულია ქალის ეროზონების ნაწილი, იმიტომ რომ ქალის ზურგი, მენჯი, დუნდულები, ბარძაყი და ფეხები ერთი დიდი მოსიარულე ეროზონაა. 

ეროზონების სტიმულირება ხდება უშუალო კონტაქტით, ამიტომ ტყუილად ნუ უკითხავთ მის ჭიპს ან მკერდს ბარათაშვილის პოეზიას, სჯობს გაუკეთო მასაჟი (ნაზად!), ნუ დაინანებთ კოცნას. ქალებს ის ძალიან მოსწონთ, სამაგიეროდ, თქვენ ძალიან კარგი სექსი გექნებათ.