3/16/2017

საიდან მოდის @ სიმბოლო?

რამდენად ძველია @ სიმბოლო?
თუკი ამ კითხვაზე პასუხის მოძიებას შეეცდებით, გუგლის მიერ მოწოდებულ უზარმაზარ მასალაში ძალიან გაგიჭირდებათ იპოვოთ მისი შექმნის ზუსტი თარიღი. თუმცა, ერთი რამ, რაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, არის ის, რომ @ სიმბოლო როგორც მინიმუმ შუა საკუნეებიდან იღებს სათავეს.


გაგიკვირდათ?
ძალიან ბევრი რესურსი ამტკიცებს, რომ @ სიმბოლო ლათინური სიტყვის „ad” -ის აბრევიატურას წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ მიმართულებას, რაღაცისაკენ მიმართებას აღნიშნავს. როგორც ცნობილია, შუა საკუნეებში, გადამწერები კანცელარიაში ამ სიტყვას საბუღალტრო ფურცლებსა და ზედნადებებში იყენებდნენ, ფასების ჩამოსაწერად.
@ სიმბოლოს სახელები
ე.წ. „ეთ“ სიმბოლო, რომელსაც ჩვენ „ძაღლუკას“ ვეძახით, ფორმალურ ინგლისურში უფრო ოფიციალური სახელწოდებით „commercial at “ -ით გვხვდება, რაც სავარაუდოდ მისი თავდაპირველი, კომერციული წარსულით არის გამოწვეული. გარდა ამისა, @ სიმბოლოს უამრავი შესატყვისი აქვს სხვადასხვა ენებში. მაგალითად, იტალიურად მას „snail” -ს ეძახიან.
რატომ არის a რგოლში მოქცეული?
მაიკლ ქვინონი თავის ვებსაიტზე World wide words – ხსნის ამ გამოცანას. როდესაც სიმბოლო იწერებოდა ხელით (სავარაუდოდ შუასაუკუნეებში, მწიგნობრების მიერ)  d ასოს ზედა ნაწილი მრუდედ იხაზებოდა მარცხნისაკენ და გრძელდებოდა  a-ს გარშემო. საბოლოო ჯამში ორივე ასოს გაერთიანებით ერთი სიმბოლო მიიღებოდა. ასე, რომ ამიერიდან შეგიძლიათ დანამდვილებით იცოდეთ – რგოლი, რომელშიც ა არის მოქცეული, სინამდვილეში d – ასოს გაგრძელებას წარმოადგენს.თუმცა, არსებობს სხვა ვერსიებიც მაგალითად, იტალიელი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ მან აღმოაჩინა @ სიმბოლო დოკუმენტში, რომელიც 1536 წლით თარიღდება.  ამ შემთხვევაში „ეთ“ სიმბოლო „ამფორას“ აღსანიშნად გამოიყენებოდა, მოცულობის გასაზომად და გაკრული ხელით იწერებოდა.
@ კლავიატურაზე
შეიძლება გაოცდეთ, მაგრამ წიგნში managing web usage in the workplace მოთხრობილია, რომ კლავიატურებზე @ სიმბოლო მინიმუმ 1880 წლიდან არის დატანილი.
@ ელ. ფოსტისათვის
რეი ტომლინსონი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც გამოიყენა „ეთ“ სიმბოლო ელ. ფოსტების ფორმატირებისათვის. ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა 1971 წელს, როდესაც ARPAnet -ის მეშვეობით, მან ერთი კომპიუტერიდან მეორეზე საკუთარ თავს გაუგზავნა წერილი, რათა სისტემა გაეტესტა. სამწუხაროდ, როგორც თავად ამბობს, არ ახსოვს რა ეწერა მესიჯში, რადგან ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს ოდესმე მნიშვნელოვანი გახდებოდა.
@ თვითერზე
თუ თვითერის მომხმარებელი ხართ, მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ, რომ დასათაგად და პასუხის გასაცემად ადრესატის სახელის წინ @ უნდა დაწეროთ. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. ეს ტენდენცია თავად მომხმარებლებმა შექმნეს, რათა უფრო მკაფიო გაეხადათ, თუ ვის პასუხობდნენ.





Android Apple galaxy galaxy note 7 Galaxy S7 Galaxy S8 Google Google Pixel Google Pixel XL Htc Huawei huawei p9 ios ipad iphone iPhone 7 iPhone 7 Plus Lenovo LG Microsoft Moto Motorola Nexus note 7 OnePlus PIxel S8 Samsung samsung. galaxy Samsung Galaxy S8 smartphone SONY Sony Xperia Windows Xperia XZ ანდროიდ ანდროიდი აპლიკაცია გუგლი დაიჯესტი ინტერნეტი მობილური სამსუნგი სიახლე სმარტფონი