როცა საქმე ბავშვის ფიზიკურ დასჯას ეხება, ყვირილი, ცემა და საკვების შეზღუდვა (უსაუზმოდ, უსადილოდ ან უვახშმოდ დატოვება) თავიდანვე გამორიცხეთ. ფიზიკური სასჯელი აღზრდის იდეალური ფორმა არ არის, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ზოგჯერ ამის გარეშე მათი დაშოშმინება შეუძლებელია. როგორ უნდა დასაჯოთ ბავშვი ისე, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა არ მიადგეს. რომელია დასჯის ყველაზე უწყინარი სასჯელი?
ეს არის სასჯელი, რომელიც ძალიან აკურატულად უნდა განახორციელოთ. სასჯელის მიზანი ისაა, რომ ბავშვი “აზრზე მოვიდეს”, დამშვიდდეს და გაიაზროს თავისი შეცდომები. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ბავშვისთვის ტკივილის მიყენება ან დამცირება.
დამამშვიდებელი სკამი – დასჯის ყველაზე ლოიალური და ეფექტური მეთოდი 2-5 წლის ბავშვებისთვის. აირჩიეთ ოჯახში ერთი სკამი და ის დამამშვიდებელ სკამად გამოაცხადეთ. სასჯელის ხანგრძლივობა 5 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. შემდეგ ბავშვი უნდა ადგეს. თუ გაგექცათ, ისევ სკამზე დააბრუნეთ, თავისი 3 წუთი აუცილებლად უნდა “მოიხადოს”. აუხსენით, რომ როგორც არ უნდა ბრაზობდეს, მაინც სკამზე უნდა იჯდეს. თუ სიმტკიცეს გამოიჩენთ, ბავშვი ამას სასჯელად მიიღებს და დაფიქრდება.
დაიცალეთ – ანუ ეცადეთ შედარებით მშვიდი ტონით წაუყენოთ ბავშვს პრეტენზიები. საჭიროა არა იმის თქმა, თუ “როგორი საშინელი და აუტანელი ბავშვია”, არამედ გაამახვილოთ ყურადღება მის საქციელზე და იმაზე, თუ თქვენ როგორ გატკინათ ამით გული: “ძალიან მაწყენინე, არ მეგონა, რომ ასე მოიქცეოდი…” სხვათა შორის,
კარგი მშობლების უმრავლესობა იძულებულია, ხშირად დასაჯოს ბავშვები, მაგრამ ისეთი მშობლებიც არსებობენ, რომლებიც დაუსჯელადაც ახერხებენ შვილების კარგად აღზრდას. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იზრდებოდნენ თავად მშობლები. ძალიან ბევრი ბავშვი მართლაც ცუდად იქცევა, მაგრამ ზოგს სჯიან, ზოგს – არა. ყველაფერს განსაზღვრავს მშობლის შეხედულება დისციპლინაზე.
აუცილებელია შევიგნოთ, რომ სასჯელი არ არის დისციპლინის მთავარი ელემენტი, არამედ დამატებითი ენერგიული შეხსენებაა იმისა, რომ მშობლების აკრძალვა დაუყოვნებლივ, სიტყვის შეუბრუნებლად უნდა შესრულდეს. ზოგიერთ ბავშვს წარამარა უტყაპუნებენ და სიამოვნების მიღების ან სიცელქის ყველა საშუალებას უზღუდავენ, მაგრამ ამით მათი ქცევა არ უმჯობესდება.

მოყვარული ოჯახი – აი ესაა კარგი დისციპლინისსაუკეთესო პირობა
ბავშვი, რომელიც უყვართ, აუცილებლად ისწავლის სიყვარულს. ადრე თუ გვიან აუცილებლად მოიქცევა ისე, როგორც მას ექცეოდნენ.
ბავშვი, რომელიც უყვართ, აუცილებლად ისწავლის სიყვარულს. ადრე თუ გვიან აუცილებლად მოიქცევა ისე, როგორც მას ექცეოდნენ.
იქნებ ბავშვს სულმა წასძლია, უნდა გაიგოს, ძალაშია თუ არა კიდევ ერთი თვის წინანდელი აკრძალვა, იქნებ ბავშვი გაბრაზებულია თქვენზე და განგებ იქცევა ცუდად, იქნებ შემთხვევით გაუტყდა ძვირფასი ნივთი, ან იქნებ ზუსტად მაშინ, როცა ხასიათზე არ ბრძანდებოდით, უხეშად მოგმართათ?
იძლევა თუ არა სასჯელი სასურველ შედეგს?თუ სასჯელი აბოროტებს ბავშვს და ის გამომწვევად იქცევა, მაშასადამე სასჯელს მიზნამდე არ მიუღწევია. თუ ბავშვი იტანჯება დასჯისას, ესე იგი სასჯელი მისთვის მეტისმეტად ძლიერი საშუალებაა. ყველა ბავშვი სასჯელზე სხვადასხვანაირად რეაგირებს. ხანდახან ბავშვს მისდაუნებურად უტყდება თეფში, ან ტანსაცმელი დაეხევა. თუ მშობლებთან კარგი დამოკიდებულება აქვს, მასაც სწყინს ეს ამბავი და სასჯელი აღარაა საჭირო. ხოლო თუ გაუჯავრდებით, ბავშვს, რომელიც ისედაც წუხს ჩადენილის გამო, შესაძლოა სინდისის ქეჯნა სულ გაუქრეს.
მოზრდილი ბავშვის სასჯელი
6 წელზე უფროსი ბავშვი ძალიან კარგად ერკვევა, სამართლიანად დასაჯეთ თუ არა, მაგრამ ამ ასაკამდე არ არის საჭირო წამდაუწუმ ვუჩიჩინთ – “ხომ გეუბნებოდი, შენი ბრალია, ხომ გარიგებდი” და ა. შ. ძველად ბავშვებს ხშირად სცემდნენ და ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნდათ. შემდეგ ბევრი მიხვდა, რომ ბავშვის ცემა სამარცხვინოა, თუმცა ფიზიკურ სასჯელზე უარის თქმამ აღზრდის ყველა პრობლემა ვერ გადაჭრა.
თუ მშობლები ბრაზობენ, მაგრამ ბავშვს არ სცემენ, სამაგიეროდ მთელი დღე ლანძღავენ და თათხავენ, დასჯა უფრო ნაკლებად მავნებელია, ვიდრე გაუთავებელი საყვედურები, ლანძღვა და ყვირილი.

დასჯის მეთოდები
თავი აარიდეთ მუქარას. მუქარა დისციპლინას ასუსტებს. თქვენ საჭიროდ მიგაჩნიათ გააფრთხილოთ ბავშვი, ეზოს თუ გაცდები ველოსიპედს წაგართმევო, მაგრამ მეორეს მხრივ მუქარა გამომწვევია. მუქარა გულისხმობს, რომ შესაძლებელია ბავშვმა არ დაგიჯეროთ და წესი დაარღვიოს. მერწმუნეთ, ბავშვი ვერ გაგიბედავთ ურჩობას, თუ მკაცრად გააფრთხილებთ: “ველოსიპედით ქუჩაში არ გახვიდე”. დაუშვებელია, მუქარის არ ან ვერ შესრულება. ეს ბავშვის თვალში თქვენი ავტორიტეტის დაცემის საშუალებაა. დაუშვებელია დაშინება პოლიციით, ექიმებით, ციხით, ჯადოქრებით და გუდიანი კაცებით.

თუ ბავშვი პატიებას არ გთხოვთ, ნუ მოითხოვთ ამას. ეს ორივეს უფრო მეტად გაგაღიზიანებთ. ცოტა მოგვიანებით ასწავლეთ, თუ როგორ უნდა მოიხადოს ხოლმე ბოდიში.
აუცილებლად შეურიგდით ჩხუბის მერე. არსებობს ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობების ოქროს პრინციპი: ისე არ დაწვეთ დასაძინებლად, სანამ ოჯახურ კონფლიქტს არ მოაგვარებთ (განსაკუთრებით ბავშვთან). რა საქციელიც არ უნდა ჩაიდინოს, დაძინებამდე აუცილებლად შეურიგდით, აკოცეთ ძილის წინ და მეგობრებად დარჩით.

გამოყენებულია “mshoblebi.ge“-ს მასალები