საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფულის მუზეუმი დაარსდა 2001 წელს, იგი 1981-1989 წლებში მოქმედი „ბანკის მუზეუმის" ბაზაზე აღმოცენდა და საქართველოს ისტორიასა და თანამედროვე მსოფლიოში ფულის, როგორც სახელმწიფოებრიობის აუცილებელი ატრიბუტიკისა და მისი განვითარების დონის წარმოჩენას, საქართველოში ნუმიზმატური და ბონისტური მოძრაობის პროპაგანდასა და ამ სფეროში კავშირების განმტკიცებას ემსახურება.
საქართველოში სხვადასხვა პროფილის მრავალი მუზეუმია და ბევრ მათგანში სხვა სახის სამუზეუმო ექსპონატების გვერდით ძველი ფულის ნიშნებიც ინახება, მაგრამ ეროვნულ ბანკთან არსებული ფულის მუზეუმი საქართველოში ერთადერთია, რომელიც მთლიანად და განუყოფლად მხოლოდ ფულს ეძღვნება და, თანაც, ფულს - არა მხოლოდ ისტორიულ ჭრილში. მუზეუმის გამოფენაზე თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი საქართველოში ფულის მიმოქცევის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნიდან დღემდე და აქვეა წარმოდგენილი თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა.
ფულის მუზეუმის გამოფენა ღიაა ყოველდღე, ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით 09.30 საათიდან 16.30 საათამდე (შესვენება – 13.00 სთ.-დან 14.00 სთ.-მდე).
ფულის მუზეუმის გამოფენა ღიაა ყოველდღე, ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით 09.30 საათიდან 16.30 საათამდე (შესვენება – 13.00 სთ.-დან 14.00 სთ.-მდე).
ფულის მუზეუმში ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული პროდუქცია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ყვარელი, რუსთაველის ქ. N 10,
საქართველოს ეროვნული ბანკი.
ტელეფონი : +995 32 229 66 04
საქართველოს ეროვნული ბანკი.
ტელეფონი : +995 32 229 66 04
ფულის გამოფენა
ფულის გამოფენა
მუზეუმის დარბაზის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია „სამარხი“, სადაც წარმოდგენილია საუკუნეების განმავლობაში ფულისა და ზოგადად განძის შენახვის სცენა. მუზეუმის ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა საქართველოს ეროვნულ ვალუტა - ლარს. წარმოდგენილია 1995 წლიდან დღემდე ლარის ნომინალების ყველა ემისიის ბანკნოტის ნიმუშები, ქართული თეთრის მონეტები, ფულის ბეჭვდის დროს გამოყენებული ორიგინალი მასალები და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ქართული ფულის შესახებ არსებული ლიტერატურა. მუზეუმის დამთვალიერებელს საშუალება აქვს ასევე გაეცნოს თანამედროვე მსოფლიო ფულს, რომელიც ფართოდ არის წარმოდგენილი ფულის მუზეუმში. გამოფენის ეს ნაწილი კარგ სამსახურს უწევს თანამედროვე მსოფლიოს ფულის ნიშნებით დაინტერესებულ საზოგადოებას. ფულის მუზეუმში ცალკეა წარმოდგენილი საინფორმაციო ვიტრინა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, სადაც ვიზიტორს აქვს საშუალება გაეცნოს საქართველოს ცენტრალური ბანკის ისტორიას, მისიას და ფუნქცია-მოვალეობებს. ![]() ფულის მუზეუმის მსურველებს შეუძლიათ როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით შეიძინონ ქართული საინვესტიციო და საკოლექციო მონეტები, ქართული ლარის ბანკნოტები და მონეტები, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ოქროს ზოდები, ისტორიული მონეტების ასლები, ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული - წიგნი „ფული საქართველოში“. |