12/30/2016

amazon.com, ebay.com ..ა.შ. მრავალ უცხოურ საიტზე ნივთის შეძენა და გამოწერა

amazon.com, ebay.com ..ა.შ. მრავალ უცხოურ საიტზე ნივთის შეძენა და გამოწერა:

1)

პირველ რიგში საჭიროა გქონდეთ პლასტიკური ბარათი და პირადი emaili. არსებობს ორი სახის ბარათი: საკრედიტო(როცა ბარათით კრედიტში გასვლაა შესაძლებელი) და სადაბეტო(იგივე "მიმდინარე ანგარიშის" ბარათი - ამ ბარათით მხოლოდ იმ თანხის გამოყენება შეგიძლიათ, რამდენიც ანგარიშზე არის). სადებეტო ბარათები ყველაზე უკეთესი გამოსავალია. (ჯობია აიღოთ VISA ტიპის ბარათი, ვიდრე MasterCard. თუმცა ორივე ბარათს ღებულობენ საიტები, არაა პრობლემა.. უბრალოდ VISA ბარათი კიდევ სხვა რამეებშიც გამოადგება ადამიანს). მიხვალთ რომელიმე ბანკში, ეტყვით რომ გინდათ VISA ბარათი... VISA "electron" არის ყველაზე იაფი ... (არ ვუწევ ბანკს რეკლამას, უბრალოდ მე Tbc- ბანკში ავიღე, რადგან 3 ცალ ბარათის ასლს იძლევიან, თან ინტერნეტ-ბანკინგითაც ნორმალურად ისარგებლებს ადამიანი - თანხის ჩასარიცხად,თუ სხვა ოპერაციისათვის, ბანკში ფიზიკური მისვლა არაა საჭირო [განსხვავებით სხვა ზოგიერთი ბანკისაგან, რომელთა მომსახურებაც, მგონი 19 საუკუნეში რომ იყო, ისევ იგივენაირად საწვალებელია] ). 3 დღეში ბარათი დამზადებული იქნება.

2)

ახლა დარეგისტრირდებით თვითონ საიტზე. მაგალითისთვის ავიღოთ ebay, რადგან:
ა) ყველაზე დიდი არჩევანია
ბ) amazon-თან შედარებით, წვრილმანი რამეების ფასები გაცილებით დაბალია
გ) ხშირად უფასო SHIPPING[გადაზიდვა] აქვთ.

რეგისტრაციისას აუცილებელია ზუსტი ინფორმაციით შეავსოთ ყველა ველი(ინგლისური ასოებით),მაგალითად, ამგვარად rustavelis qucha, korpusi 5, b.41; ( ZIP-POSTAL code-ში ჩაწერეთ თქვენი ქუჩის ინდექსი, რომელსაც იპოვით ამ საიტზე). კონკრეტულად ebay.com-ზე (და კიდევ ბევრ სხვა საიტზე, გარდა amazonis) ვერაფერს იყიდით, თუ არ გაქვთ PAYPAL.COM-ის იუზერი. (თუკი amazon-ზე აპირებთ ყიდვას, შეგიძლიათ მე-4 პუნქტზე გადახვიდეთ....მაგრამ ბარემ არ გადახტეთ, გააკეთეთ ესეც გამოგადგებათ. )

3)

ახლა საჭიროა paypal.com -ზე დარეგისტრირდეთ . რეგისტაციისას ჯობია პლასტიკური ბარათის ინფორმაცია უნდა შეიყვანოთ. (შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს ეტაპი ამ წუთში... მაგრამ ჯობია არ გადაახტეთ, ბარემ ახლავე ქენით) ამის შემდეგ, ბარათიდან ჩამოგაჭრით 2დოლარამდე, რომელსაც უკანვე დაგიბრუნებთ, ოღონდ ინტერნეტ-ბანკინგში უნდა ნახოთ, თუ რა კოდია მითითებული მაგ ოპერიაციაზე, და ეგ კოდი შეიყვანოთ paypal-ზე.. ამით paypal დასტურს გაგიკეთებთ და მიხვდება,რომ ნამდივლად ბარათის მფლობელი ხართ (ასევე, email-ზე დასტურის წერილი მოგივიდოდათ,და ეგეც დაუდასტურეთ).


4)

თითქმის ყველა საიტზე (გარდა ebay-ს.. ამაზე ცოტა ქვემოთ დავწერ..) არ შეგიძლიათ (ანდა ძალიან ძვირი დაგიჯდებათ) რომ ნივთი პირდაპირ საქართველოში, თქვენს მისამართზე გამოიწეროთ. (არვიცი რატომ,ალბათ საფოსტო სერვისია რთული...) ამიტომ, საჭიროა გახსნათ ე.წ. "ვირტუალური მისამართი" ამერიკაში (სხვა ქვეყნებშიც შეიძლება,მაგრამ ახლა ამერიკაზე ვაკეთებთ აქცენტს). "ვირტუალური მისამართის" შექმნა შეგიძლიათ ნივთების გადამზიდავი კომპანიების გამოყენებით,და დარეგისტრირთით ერთ-ერთ მათგანზე (იხილეთ სია); კომპანიის საიტზე რო შეხვალთ, ჯობია ნახოთ და აარჩიოთ ის კომპანია, რომელსაც ფილიალი თქვენ სახლთან ახლო-მახლო აქვს..... მაგალითისათვის ვიხმაროთ "kompaniaX" ) 
ხოდა, შეგეძლებათ რომ ნივთის ყიდვისას ეგ "ვირტუალური მისამართი" მიუთითოთ (ნაცვლად თქვენი რეალური საქარველოს მისამართის).
და როცა მაგ "ვირტუალურ მისამართზე" მოგივათ ხოლმე ნივთი, შემდეგ kompaniaX თავის ფილიალში ჩამოიტანს ნივთს, და თქვენ გადაგახდევინებთ გარკეულ საფასურს (1 კილოგრამ გზავნილზე დაახლოებით 8$ ). რო გაიგოთ ნივთის წონა, ყიდვის დროს დააკვირდით და ეწერება სადმე, მაგალითად ასე- weight: 2 lbs (უცხოეთში ძირითადად ეს წონის ერთეულად გამოიყენება lb აღნიშვნა. ერთი lb არის დაახლოებით კილოგრამის ნახევარი).

მოკლედ, რეგისტრაციის შემდეგ მოგენიჭება შენი პირადი ვირტუალური საფოსტო მისამართი, რომელიც დაეწერება kompaniaX-ის საიტზევე (მენიუს ქვევით, ან Profile -ში ). მაგალითად ამდაგვარი რამ (ჯობია ჩაინიშნო ემ მონაცემები კომპიუტერშიც): 

Name: Jimy kaxradze 
Address 1: 23 McCullough Ave. 
Address 2: U31309 
City: New Castle 
State: DE 
ZIP: 19720 
Country: USA 
Tel: +1 (866) 411-9401 

შემდეგ ebay-ზე შედით თქვენს მენიუში, და დაამატეთ თქვენი Shipping Address მისამართი (შეგიძლიათ დაამატოთ რამოდენიმე მისამართიც. ebay-ს ის პლიუსი აქვს, რომ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი რეალური საქართველოს მისამართიც! და ზოგჯერ საქართველოში გამოგზავნა უფასოც კია..). რომ გაიგოთ ხოლმე, უფასოა თუ არა გამოგზავნა, ნივთის ყიდვისას (ფასის ქვემოთ) უწერიათ ხოლმე SHIPPING-ის(გამოგზავნის) საკომისიო-საფასური (თუ FREE უწერია, ესეგი გამოგზავნა უფასოა). ზოგჯერ SHIPPING-ის ფასი ერთი და იგივეა გინდ თქვენს ამერიკულ "მისამართზე" გამოიწეროთ, გინდ საქართველოში გამოიწეროთ.. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება პირიქით იყოს - საქართველოში გამოწერა იყოს ფასიანი და ამერიკის მისამართზე გამოწერა კი უფასო... ამას უშუალოდ გაიგებთ, როცა დააჭერთ BUY NOW და შემდეგ გვერდზე რო გადახვალთ, გამოჩნდება ჩამოსაშლელი მენიუ: CHOOSE SHIPPING ADDRESS (და ორივე ცადეთ: ამერიკული და ქართული მისამართი.. და დააკვირდით, რომელზე შემოგთავაზებთ უფრო დაბალ საფასურს....... ერთი რამ გაითვალისწინეთ: საქართველოში გამოწერისას ნივთი ჩამოაქვს საქართველოს ფოსტას, რომლის მომსახურებაც უფასოა.. ხოლო თუ ამერიკულ "მისამართზე" გამოიწერთ ნივთს, მაშინ კომპანიას კიდევ დამატებით საფასურს უხდით [ზემოთ უკვე ვისაუბრეთ ამაზე], თუმცა სამაგიეროდ, უფრო სწრაფად ჩამოაქვთ კერძო კომპანიებს... რავიცი, რომელიც გაწყობთ).


ასევე, ყიდვისას, საფასურის/სურათის გვერდზე ეწერება, რომ მაგალითად "1 კვირაში გამოიგზავნება ნივთიო". ესეიგი, გამყიდველი 1 კვირაში ნივთს გააგზავნის, მერე გარკვეული დღეების შემდეგ მივა ადგილობრივ სატრანსპორტო კომპანიაში: ან საერთაშორისო საფოსტო ხაზში (თუკი პირდაპირ საქართველოში აგზავნით) ან kompaniaX-ის ფილიალში(თუკი მის მისამართზე გამოიწერთ... ამ შემთხვევაში, kompaniaX შეტყობინებასაც კი გამოგიგზავნით, რომ "ამანათი მოვიდა თქვენს სახელზე, და სასწრაფოდ "დეკლარირება" გაუკეთეთო - ანუ შეხვალთ kompaniaX საიტზე და "დეკლარირებას" აირჩევ - ანუ მხოლოდდამხოლოდ უნდა მიუთითო ნივთის ფასი და საიტის სახელი. რამდენიმე დღის მერე kompaniaX განახორციელებს ავია-რეისს, და როცა თბილისში ჩამოიტანენ ნივთს, ეს აისახება kompaniaX საიტზე, "ჩამოსული ნივთების" განყოფილებაში. საიტზევე მითითებული იქნება: 
1) თუ რა თანხა გაქვთ გადასახდელი, ანუ ნივთის ტრანსპორტირების საფასური. 
2) ვირტუალური ნომერი, რომელზეც უნდა ჩარიცხოთ შესაბამისი თანხა (+საკომისიო) სწრაფი გადახდის აპარატებით ან ინტერენტ-ბანკიდან.. 
შემდეგ მიხვალთ კომპანიის შესაბამის ფილიალში და გამოიტანთ თქვენს ნივთს (იქონიეთ პირადობის მოწმობა).