7/17/2016

ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულება

ერთჯერადი მომსახურების  ხელშეკრულება

ქ.თბილისი                                                                                                                                        00/00/104

ერთი მხრივ, (სახელწოდება)----------(ს.კ. 000000000) ( შემდგომში ,,დამკვეთი“ ) და მეორე მხრივ, (სახელწოდება)--------(ს.კ. 000000000) ( შემდგომში ,,შემსრულებელი“), (ორივე მხარე შემდგომში ნახსენებია, როგორც ,,მხარეები“) ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:


1.    ხელშეკრულების საგანი
1.1.     წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი იღებს ვალდებულებას გაუწიოს დამკვეთს მომსახურება, რომელიც აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულების დანართში #1, ხოლო დამკვეთი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მომსახურების საფასური ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობების შესაბამისად.
1.2.     დანართი #1 შეადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

2.    მომსახურების გაწევის წესი
2.1.     შემსრულებელი ვალდებულია მომსახურება გაწიოს უშუალოდ.
2.2.     მომსახურების გაწევისას, მისი ყველა ან რომელიმე ვალდებულების მესამე პირზე გადაკისრება შემსრულებელს შეუძლია მხოლოდ დამკვეთის წერილობითი თანხმობით.
2.3.     შემსრულებელი ვალდებულია მომსახურება გაწიოს დანართ #1-ში მითითებულ ვადებში.
2.4.      მომსახურება გაწეულ უნდა იქნეს მაღალი ხარისხით.

3.    ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი
3.1.      წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისინებული მომსახურების ჯამური ღირებულება შეადგენს 00.00 ლარს და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
3.2.        ანგარიშსწორება წარმოებს  ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შემდეგი გრაფიკით:
3.2.1.      ღირებულების 30% გადახდილ უნდა იქნეს ავანსად წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 საბანკო დღის ვადაში;
3.2.2.      მომსახურების ღირებულების დარჩენილი 70% გადახდილ უნდა იქნეს მომსახურების დასრულების შემდეგ, მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 საბანკო დღის ვადაში;

4.    მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
4.1          შემსრულებელი ვალდებულიაა:
4.1.1        შეასრულოს მომსახურება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, სრული მოცულობით ამ    ხელშეკრულების დანართი #1-ით  გათვალისწინებულ ვადაში.
4.1.2        დამკვეთის მოთხოვნით უსასყიდლოდ საამისოდ აუცილებელ გონივრულ ვადაში  გამოასწოროს ყველა აღმოჩენილი ნაკლი, თუ მომსახურების გაწევის პროცესში შემსრულებელმა დაუშვა ხელშეკრულების  პირობებიდან   გადახვევა, რამაც გამოიწვია სამუშაოს ხარისხის დაქვეითება.
4.1.3        დაუყოვნებლივ აცნობოს  დამკვეთს, თუ მისგან დამოუკიდებელი რაიმე მიზეზები და გარემოებები საფრთხეს უქმნის ან შეუქმნის მის ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს       განხორციელებას.
4.1.4        გასწიოს მომსახურება მაღალი ხარისხით, ქვეყანაში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.
4.1.5        გაწიოს მომსახურება მის მფლობელობაში არსებული ინვენტარით და კვალიფიციური პერსონალის გამოყენებით.


4.2     დამკვეთი ვალდებულია:
4.2.1         არ განახორციელოს ქმედება, რაც ხელს შეუშლის წინამდებარე   ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას.
4.2.2        გადაიხადოს მომსახურების საფასური ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით;
4.2.3        დროულად მიაწოდოს შემსრულებელს ყველა ინფორმაცია, მასალა, ნივთები, რაც აუცილებელია მომსახურების სათანადო დროში და ხარისხით შესრულებისათვის.

4.3          დამკვეთს უფლება აქვს:
4.3.1        ნებისმიერ დროს შეამოწმოს შემსრულებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მსვლელობა და  ხარისხი, შემსრულებლის საქმიანობაში ჩარევის გარეშე.
4.3.2         მოსთხოვოს შემსრულებელს მომსახურების გაწევისას აღმოჩენილი ნაკლის გამოსწორება.

5.    მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1          წნამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული  ვალდებულებების შეუსრულებლობისათვი ან   არასათანადოდ შესრულების შემთხვევაშ მხარეები პასუხს აგებენ ამ ხელშეკრულებით და საქართველოს   კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ხელშეკრულების დამრღვევმა მხარემ უნდა აუნაზღაუროს მეორე მხარეს დარღვევით მიყენებული ზიანი.
5.2          იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი  შემსრულებელს დროულად არ გადაუხდის  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საზღაურს, დამკვეთს დაეკისრება გადახდის დაგვიანებისათვის  პირგასამტეხლო, ვადამოსული გადასახდელი თანხის 0.15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.3          იმ შემთხვევაში, თუ  შემსრულებელმა არ განახორციელა მომსახურება ხელშეკრულებით  ან დანართით გათვალისწინებულ ვადებში, შემსრულებელს დაეკისრება პირგასამტეხელო შესაბამისი სამუშაოს ღირებულების 0.15%-ის  ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6.              ფორსმაჟორი
6.1          მხარეებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, თუკი ეს გამოწვეულია ფორც-მაჟორული ვითარები გამო, რომლის წინასწარ განზრახვა, აცილება ან მასზე ზემოქმედება შეუძლებელი იყო შესაბამისი მხარის ან მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით
6.2          ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული დამკვეთის ან/და შემსრულებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი.
6.3          ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.

7.    დავა
7.1    მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება ურთიერთშეთანხმებით.
7.2     შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


8.            სხვა დებულებებები
8.1    ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დასაშვებია მხოლოდ წერილობითი სახით, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
8.2     მხარეები ვალდებუნლი  არიან წერილობითი ფორმით აცნობონ ერთმანეთს ცვლილებების შესახებ, რომელიც ეხება მხარეთა რეკვიზიტებს. იმ შემთხვევაში , თუ რომელიმემ მხარემ არ აცნობა მეორე მხარეს ამგვარი ცვლილებების შესახებ, იგი პასუხისმგებელია ამგვარი ქმედებით გამოწვეული ზიანისათვის.
8.3     ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორი ) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად  და ინახება მხარეებთან.
8.4    მომსახურებასთან დაკავშირებული ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, დარეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


9.    ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის წესი
9.1  წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის  მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მათ მიერ საკუთარი ვალდებულებების ბოლომდე შესრულებამდე.
9.2  ხელმოწერის დღედ ითვლება წინამდებარე ხელშეკრულების პირველ გვერდზე, მარჯვენა ზედა კუთხეში აღნიშნული თარიღი.
9.3   ხელშერკულების შეწყვეტა დაუყოვნებლივ შესაძლებელია ერთ-ერთი მხარის ინიციატივით თუ:
9.3.1           მეორე მხარე უხეშად ან არაერთგზის არღვევს ხელშეკრულების პირობებს;
9.3.2           შეიცვალა გარემოებები რომლებიც ამ ხელშეკრულების დადებისას იყო და მხარეები შეცვლილ ვიარებაში დადებდნენ ხელშეკრულებას სხვა პირობებით ან არ დადებდნენ მას;
9.4    ხელშეკრულების შეწყვეტა ვადამდე შესაძლებელია მხარეთა შორის ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

10.            მხარეთა რეკვიზიტები

დამკვეთი
შემსრულებელი
სახელწოდება
სახელწოდება
ს.კ.: 000000000
ს.კ.: 000000000
იურიდიული  მისამართი:
იურიდიული  მისამართი:
ფაქტობრივი მისამართი:
ფაქტობრივი მისამართი:
ელ. ფოსტა: info@info.ge
ელ. ფოსტა: info@info.ge
საბანკო რეკვიზიტები:
საბანკო რეკვიზიტები:
ხელმომწერი პირი: სახელი გვარი
ხელმომწერი პირი: სახელი გვარი
               












00.00.2014 წლის მომსახურების ხელშეკრულების
დანართი #1


1.    ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

---- აქ მაქსიმალურად დეტალურად უნდა აღიწეროს რას მოიცავს მომსახურება, სრულდება თუ არა მომსახურება ან მისი ნაწილი დამკვეთის ადგილსამყოფელ ადგილას და სხვა დეტალებ, რომლებიც მხარეთა შეხედულებით მომსახურების გაწევის მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენს ---


2.    ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადა:

---- აქ მაქსიმალურად დეტალურად უნდა გაიწეროს მომსახურების გაწევის ეტაპები შესაბამისი დასრულების ვადების მითითებით, ან მიეთითოს მხოლოდ მომსახურების გაწევის ბოლო ვადა, თუ მომსახურება არ შედგება სხვადასხვა ეტაპებისაგან ---





















დამკვეთი
შემსრულებელი
სახელწოდება
სახელწოდება
ს.კ.: 000000000
ს.კ.: 000000000
ხელმომწერი პირი: სახელი გვარი
ხელმომწერი პირი: სახელი გვარი