ბევრს ჰგონია, რომ
მხოლოდ ბლოგის შექმნა არის საკმარისი იმისათვის რომ გამოიმუშავონ თანხები.
დაწერონ ერთი-ორი სტატია და ბლოგის სტუმრების რაოდენობა ყოველ დღიურად
ათასებს და ათი ათასებს შეადგენს, მასზე განთავსებული რეკლამა კი დიდი რაოდენობის მუქთა ფულს მოუტანთ, რომელსაც ბანკომატიდან უპრობლემოდ გამოიტანენ. რა
თქმა უნდა ეს ასე არ არის. ბლოგზე აუცილებელია მუდმივი მუშაობა და მისი
ახალი, ხარისხიანი და გამოსადეგი სტატიებით (კონტენტით) შევსება, აგრეთვე
აუცილებლია ბლოგის მუდმივი ოპტიმიზაცია და პოპულარიზაცია, რაზეც მინიმუმ
ნახევარი წელი არის საჭირო.
იმისათვის რომ, ბლოგი გახდეს წარმატებული, არსებობს უამრავი საშუალება და
გზა. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ერთ-ერთს (და არა ერთადერთს).
ეტაპები, რომელიც უნდა გაიაროს ბლოგერმა, რათა გახდეს წარმატებული.
ბლოგის შექმნა:
აუცილებლად უნდა ითქვას რომ თავისთავად უფასო სერვისები არ არის ცუდი და
პირველი ეტაპისათვის, რათა დამწყებმა ბლოგერმა დააგროვოს გარკვეული
გამოცდილება, ითვლება იდეალურ საშუალებად, მაგრამ სერიოზული
შედეგების მისაღწევად და სერიოზული თანხების გამოსამუშავებლად საჭიროა
საკუთარი, მეორე დონის დომენის (საიტის დასახელება) შეძენა და მომავალი
საიტის ან ბლოგის ხარისხიან, ფასიან ხოსტინგზე (ადგილი სადაც განთავსებული
იქნება თქვენი ბლოგი) განთავსება. ასევე უნდა ითქვას რომ რუსულის და
ინგლისური ენების კარგი ცოდნა იგივე ძალისხმევით, შემოსავლებს ზრდის ათჯერ
და თქვენ წარმოიდგინეთ ასჯერაც კი. ეს მკაცრი რეალობაა, მაგრამ ეს ასეა.
წინასწარი სამუშაოები:
განსაზღვრეთ და მოიფიქრეთ თხუთმეტამდე "გასაღები" სიტყვა თქვენი
ბლოგისთვის და თითოეულ ამ სიტყვას მიუძღვენით თითო საოპტიმიზაციო სტატია.
ასევე უნდა ჩატარდეს ყველა აუცილებელი ოპერაცია, რათა მოცემული სტატიები
მოხვდნენ საძიებო სისტემებისს ტოპ ათეულებში. ანუ მოვამზადოთ ერთგვარი
საძირკველი რათა ბლოგი გახდეს წარმატებული.
კონტენტით შევსება, ოპტიმიზაცია და პოპულარიზაცია:
წინასწარი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, შეადგინეთ გრაფიკი რომელ დღეს
რა სტატიას შემატებთ თქვენს ბლოგს. კვირაში რეგულარულად 3-4 სტატია
საკმარისი რაოდენობაა. რა თქმა უნდა სტატიის შედგენასაც აქვს თავისი
წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ და ასევე აუცილებლად უნდა
მოხდეს მზა სტატიის პოპულარიზაცია. კარგი სტატია, კარგი რეკლამა და კარგი
ოპტიმიზაცია, დაახლოებით 6-7 თვეში თქვენს ბლოგს მოუტანს 600-700
ყოველდღიურ მნახველს. სწორედ დროის ამ მონაკვეთში არის ძალიან
მნიშვნელოვანი არ დაკარგოთ მოთმინება და არ მიატოვოთ დაწყებული საქმე.
ბლოგის მონეტიზაცია:
არც მონეტიზაცია გახლავთ იოლი საქმე. არ გეგონოთ რომ საკმარისი იქნება
რომელიმე სარეკლამო სამსახურში გაწევრიანება, კოდის მიღება, მისი ბლოგში
გენერირება და ფულის მიღება. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. იმისათვის
რომ რეკლამამ მოგიტანოთ მაქსიმუმი შემოსავალი, საჭიროა მისი ოპტიმიზაციაც.
უნდა შეირჩეს ოპტიმალური ვარიანტები. მაგალითად ფერი, სარეკლამო ბლოგების
რაოდენობა და მათი განთავსების ადგილები და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი
ნიუანსები, რომელთა აქ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ბლოგის მართვა:
გარკვეული დროის შემდეგ სტატიები წერის რაოდენობა შეგიძლიათ შეამციროთ. 1-2 სტატია კვირაში საკმარისი იქნება.
ზემოთ
ჩამოთვლილი ტექნიკური დეტალების მიუხედავად, თუ თქვენი ბლოგი და მასში
განთავსებული სტატიები იქნება ხარისხიანი, გამოსადეგი და უბრალო გასაგები
ენით დაწერილი, ადრე თუ გვიან მოძებნის თავის მკითხველს და გაზრდის თქვენი
ბლოგის თაყვანისმცემელთა რიცხვს.