4/07/2015

აჩმა რეცეპტი

აჩმა

შემადგენლობა


მომზადება

ჯერ მოვზილოთ ცომი. ავთქვიფოთ 5 კვერცხი,
ათქვეფილი კვერცხი
დავამატოთ მაწონიმარილიფქვილი და კარგად ავზილოთ.
ათქვეფილი ცომი
ცომი უნდა იყოს წელვადი.
ათქვეფილი ცომი
ცომი გავყოთ 7-9 ნაწილად, 2 ნაწილი უნდა იყოს დანარჩენზე დიდი. ეს არის პირველი და ბოლო ფენა.
დანარჩენი ნაწილები შიდა ფენებია.
დიდი ნაწილები არ იხარშება.
ყველი გავხეხოთ და დავამატოთ მარილი.
დაჭყლეტილი ყველი
კარაქი გავადნოთ და გავაჩეროთ გამდნარი. დიდ ქვაბში ავადუღოთ მარილიანი წყალი.
აჩმის პირველი ფენა, რომელიც დიდია, გავაბრტყელოთ და გავანაწილოთ ფორმაზე ისე რომ ბოლოები გადმოდიოდეს 1- 2 სანტიმეტრით. ცომს კარგად წავუსვათკარაქი.
აჩმის მეორე ფენა გავაბრტყელოთ მაქსიმალურად თხლად. ფრთხილად ჩავდოთ ის ადუღებული წყლით სავსე ქვაბში, ისე რომ არ მიიკროს. ვხარშოთ 10-15 წამი.
აჩმა
ფრთხილად ამოვიღოთ ცომი დრუშლაკში.
აჩმა
ცომი გავავლოთ კრანის წყალში.
აჩმა
დავაცადოთ სანამ გაიწურება და დავადოთ პირველ ფენას , რომელიც დევს ფორმაზე და კარგად წავუსვათ კარაქი.
აჩმა
ამის შემდეგ კარაქით წასმულ ფენაზე დავადოთ ყველის ნაწილი.
აჩმა
ყველა ფენა გავიმეოროთ ისე როგორ მეორე ფენა, გარდა ბოლო ფენისა.
აჩმა
თუ ცომი ცოტათი გაიხევა არაუშავს, მთავარია არ გაიხეს პირველი და ბოლო ფენა. ბოლოს წინა ფენაზე ყველს არ ვდებთ.
ბოლო ფენა ისე მოვამზადოთ როგორ პირველი- გავაბრტყელოთ. ამ ფენით დავაფაროთ აჩმა და ბოლოები ამოვუდოთ პირველ ფენას, რომ ყველი არ გადმოვიდეს.
აჩმა
ხელებით ფრთხილად დავტკეპნოთ აჩმა.
აჩმა
წავუსვათ კარაქი
აჩმა
და შევინახოთ მაცივარში.
მეორე დღეს გამოცხობის წინ, აჩმა უნდა დავჭრათ ნაჭრებად და ჩავდგათ ღუმელში. ვაცხობთ 1 საათის განმავლობაში. აჩმა უნდა შეწითლდეს.
აჩმა
აჩმა
გემრიელად მიირთვით!
წყარო: http://www.gurman.ge/1056/Recipe/აჩმა.html