9/06/2014

როგორ დავარეგისტრიროთ Apple ID

კომპანია Apple-ის წარმოების ნებისმიერ პროდუქტზე იმისათვის, რომ ვისარგებლოთ აპლიკაციების მარკეტით App Store-ით, აუცილებლად დაგვჭირდება APPLE ID, ანუ მარტივად რომ ვთქვათ დარეგისტრირება App Store-ზე. iTunes Store, App Store, iBooks დაMac App Store იყენებს Apple ID ანგარიშებს. Apple ID, რეგისტრაციის გავლა სულაც არ არის რთული, მაგრამ გარკვეულ ცოდნას საჭიროებს. ინსტრუქციაში საფეხურების მიხედვით დაწვრილებით ახსნილია თუ როგორ დავარეგისტრირდეთ Apple ID



საფეხურები

ფოტო 1
ფოტო 2
ფოტო 3

ფოტო 4
  1. 1
    (ფოტო 1) გახსენით iTunes-ი შევდივართ iTunes Store-ზე და ვაჭერთ ღილაკს "Sign in".
  2. 2
    (ფოტო 2) შემდეგ გამოსულ ფანჯარაში: Create Apple ID. გაიხსნება ახალი ფანჯარა სადაცiTunes შეგვახსენებს რის გაკეთებას შევძლებთ მომავალში ქვენი ID-ით და აქ უბრალოდ ვაჭერთ Continue
  3. 3
    (ფოტო 3) შემდეგ ფანჯარაში სადაც მონიშნავთ “I have read and agree to these terms and conditions” და დააჭერთ ღილაკს Agree ვეთანხმებით ლიცენზიას.
  4. 4
    (ფოტო 4) ამის შემდეგ ვავსებთ ველებს: 
    Email - თქვენი იმელი
    Password - პაროლი (ყურადღება მიაქციეთ პაროლს, რომელიც უნდა შედგებოდეს მინიმუმ 8 სიმბოლოსგან. აქედან ერთი სიმბოლო აუცილებლად დიდი ასო უნდა იყოს და ასევე პაროლი უნდა შეიცავდეს ციფრს)
    Security info - სამივე კითხვა თავისი პასუხებით, რაც საჭიროა დამატებითი უსაფრთხოებისთვის
    Optional Rescuve Email - დამატებითი იმეილი, ასევე უსაფრთხოებისთვის
    Enter your date of birth - დაბადების თვე, დღე და წელი.
    ვაჭერთ Continue
  5. 5საგადახდო ველში ორი გამოსავალია. 
    პირველი ვირჩევთ ბარათის გარეშე რეგისტრაცია რის შემდეგ მხოლოდ უფასო აპლიკაციებს გადაწერთ. ამისთვის საგადახდო ველში ვირჩევთ NoneBilling Adress-ში კი ვუთითებთ ამერიკულ მისამართს. ვაჭერთ Create ID-ს, რის შემდეგაც თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ ვერიფიკაციის წერილი. გაუკეთეთ ვერიფიკაცია მითითებული ლინკით და ამის შემდეგ უკვე შეძლებთ ისარგებლოთ App ან Mac App Store-ით. 
    მეორე ვირჩევთ ქვეყანას ამერიკა ან რუსეთი, რადგან საქართველო არ არის საიში. 
    ამერიკა - ამერიკული app store-თი თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ Gift ბარათები (10$, 15$, 20$ და ა.შ.) რის შედეგ წერთ კოდს itunes-ში და გერიცხებათ ის ფული. ოღონც თქვენ ვერ გამოიყენებთ საქართველოს საბანკო ბარათებს ერთ-ერთი საიტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთwww.itunesgiftcard.com.
    რუსეთი - რუსეთის app store-თი თქვენ შეგიძლიათ გამოყენოთ ქართული საბანკო ბარათი Qiwi Wallet-ის მეშვეობით 
    (როგორ შევქმნათ ელექტრონული საფულე (Qiwi).)
  6. 6ვბრუნდებით iTunes-ში, შეგვყავს ჩვენი ID, Password და ვიწერთ რაც გვსურს.