3/30/2013

დასასრული - The end

 გოგონა რომელიც ჩაფიქრებული, აცრემლებული ცხოვრებისგან, საწოლში იწვა. გულში ჩამალულ სევდას პირველად აძლევდა გასაქანს, პირველად ტიროდა მიზეზით ,,მე უტვინო ვარ!’’ პირველად ოცნებობდა ასე, პირველად ფიქრობდა და არც უკვირდა ამ ფიქრების.. ბოლოს შეწყვიტა ჩუმი ტირილი..არა ხმამაღალზე არ გადასულა..უბრალოდ ადგა და თავის მეგობარს მიუჯდა. ნეთი ჩართო და ვორდში წერას შეუდგა



 ღმერთო რა სულელი ვიყავი! როგორ შემეძლო ასე მოვქცეოდი?...როგორ შემეძლო ასე ქვა ვყოფილიყავი?..ბევრი კითხვებია რომლებიც მაწუხებს და რომლებიც ასე იწყება როგორ შემეძლო? მე გულქვამ როგორ ვატკინე გული...ნეტა შემეძლოს დრო გავაჩერო...ნეტა შემეძლოს რომ რასაც ვგრძნობ გითხრა...ნეტა შემედზლოს იმ პატარა ნორჩი გოგოს დანახება შენთვის, რომელიც უკვე იმდენჯერ შეეფარა ,,ქოხებს’’ რომ დაავიწყდა თუ სად იყო მისი ,,ადგილი’’. იმდენ ხანს ცხოვრობდა მის ,,თხილის ნაჭუჭში’’ რომელიც საგანგებოდ შექმნა თავად, რათა არასოდეს შეეღწია მასში სიყვარულს...ხშირად მითქვამს რომ ცხოვრება უსამართლოა..მაგრამ ეს სასტიკი ტყუილია! ჩვენ, არა მე! ვარ უსამართლო! გულს ვტკენთ და არ ვუფიქრდებით...არასოდეს ვინანებ წარსულს, მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ბევრს ვატკინე გული..მაგრამ ქვეყნად არავის! არ შევზარდები ისე როგორც მე მეზარება საკუთარი თავი! ბევრჯერ მითქვამს ,,ნეტა’’..საკმაოდ ბევრჯერ, მაგრამ ნამდვილი ,,ნეტა’’ ხომ სულ ცოტა იყო...
მე ვიმსახურებ! უნდა ვიტანჯებოდე..უნდა მიკვდებოდეს გული! მე ხომ იმდენად სულელი აღმოვჩნდი, რომ ვერ დაგაფასე! შემიყვარდი...გული მეწვის...მაგრამ ვიმსახურებ! დაე ახლავე მოვკვდე, ოგონდ შენ... რაც მოგაყენე წაგიშალო მაგ გულიდან...მე ამას ვიმსახურებ! სიკვდილსაც! მე ქვა ვარ, რომელსაც შეუყვარდი...არ გაფასებდა..მართალი აღმოჩნდი, ,,როცა დამკარგავ მერე დამაფასებ, მაგრამ მერე მე აქ აღარ ვიქნები’’ . მე გული გაგიტეხე, ორად გაგიყავი..არა ნაფლეთებათ გიქციე! მე ვიმსახურებ ყველაფერს ცუდს! ოღონდ ერთ რამეს გთხოვ, ნურასოდეს გაივლი თავში აზრად, რომ მე სხვა მოვძებნე...
მეც კი მწერალს არასოდეს მენახა ის ასეთი...მან აღიარა თუ ვინ იყო ის...მაგრამ უკვე ხომ გვიანია არა? ეჰ რას ვიზამთ..ცხოვრება არა! ჩვენ ადამიანები ვართ ასეთები...ერთ ბრძენს უთქვამს ,,რასაც დასთეს, იმას მოიმკიო’’’’