ფუფუნების რეზიდენცია – „Miami Beach Residence“–ი, რომელსაც სხვაგვარად – „Casa Casuarina“–დაც მოიხსენიებენ, მაიამში, სანაპირო ზოლის 19 000 კვ. ფუტზეა განთავსებული და 1997 წლამდე ფეშენ–დიზაინერ – Gianni Versace–ს საკუთრებას წარმოადგენდა. ამჯერად ფუფუნების ეს ძალზედ მომხიბვლელი რეზიდენცია გასაყიდია და მისი საფასური 125 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
თავდაპირველად საცხოვრებელი 1930 წელს აიგო, არქიტექტორისა და პოლიტიკური რეფორმატორის – Alden Freeman–ის მიერ. Versace–მ იგი 1992 წელს შეიძინა, თუმცა მაშინ მისი ფართობი გაცილებით მცირე გახლდათ. დიზაინერმა მის ხელახლა დაპროექტებაში 33 მილიონი გაიღო, რათა ფუფუნების რეზიდენციად ექცია.
და მართლაც, რეზიდენციაში უამრავი, ძვირადღირებული ქანდაკებები, ფრესკები და მოზაიკებია; 54 ფუტის სიგრძის აუზია, რომელიც 14 კარატის ოქროთია დაფერილი!!! რეზიდენცია აღჭურვილია 10 ოთახითა და 11 სააბაზანოთი, სადაც უძვირფასესი ავეჯი და დეკორის ელემენტებია განლაგებული.
როგორც ექსპერტები აფასებენ: „ესაა სიმდიდრისა და სახელმოხვეჭილობის ბრწყინვალე ოაზისი, რომელიც არა მხოლოდ ხელოვნების, არამედ ისტორიის ნიმუშადაც მიიჩნევა!“
ცნობისათვის აქვე დავძენთ, რომ იტალიელი ფეშენ–დიზაინერი, Versace–ს სამოდელო სახლის დამაარსებელი, აქსესუარების, სუნამოების, კოსმეტიკის, კინოსა და თეატრის კოსტიუმების ავტორი – Gianni Versace, 50 წლის ასაკში სწორედ ამ სახლის ეზოში მოკლა ამერიკელმა ქილერმა – Andrew Cunanan–მა – 1997 წელს. მკველელს მისი არსებობის 27 წლის ასაკში 5 მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი და “FBI”–ს 10 ყველაზე მოთხოვნადი ფიგურის სიაში შედიოდა. ვერსაჩეს მკვლელობის 3 თვის შემდგომ, კი მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.