ალბათ თქვენი კომპიუტერიდან ბევრი ადამიანი შედის Skype-ში,როცა ჩვენ გავხსნით Skype-ს Skype Name ველს თუ ჩამოვშლით უამრავი ჩამონათვალი ჩდება იმ მომხმარებლების, რომელიც ოდესმე მაინც შესულან მოცემული კომპიუტერიდან სკაიპში,მოდი მოვაგვაროთ ეს პრობლემა,თუ როგორ წავშალოთ ზედმეტი User-ების ჩამონათვალი Skype-ში.
პირველ რიგში გავთიშოთ სკაიპი: შემდეგ უნდა შევიდეთ Run -ში (ალბათ ყველამ ვიცით თუ რა არის Run -ი) შემდეგ შეიყვანეთ ეს ბრძანება %AppData%\Skype\ შემდეგ ENTER-ს მივცემთ და შევალთ სპეციალურ ფოლდერში ,სადაც არის ჩვენ მიერ შეყვანილი Skype Name -ები,მოკლედ თითეულ Skype Name -ს აქვს თავისი ფოლდერი და ჩვეულებრივად წაშალეთ. მოდი შემდეგ გახსენით სკაიპი და ისიამოვნეთ.
თუ ესე არ მოხდა Restart-ია საჭირო, გაუკეთეთ Restart-ი კომპიუტერს და უკვე როცა ჩაირთვება კომპიუტერი ჩართეთ სკაიპი და ისიამოვნეთ.