რატომ გვეჩვენება, რომ სარეკლამო ჭრისას ხმა უფრო ძლიერდე
როგორ მოქმედებს ხმა ადამიანის მომხიბვლელობაზე?
როდის აძლიერებს ძლიერი ხმა დისკომფორტს და როდის ავტორიტეტს?
ხმის სიძლიერე, სიმაღლე და ტემბრი ადამიანის შესახებ ბევრ ინფორმაციას გვაწვდის. ეს კარგად იციან პოლიტოლოგებმა, ფსიქოლოგებმა, მენეჯერებმა, ერთი სიტყვით ყველამ, ვისაც საზოგადოებასთან ურთიერთობა უწევთ. ნებისმიერი ემოციური თუ ფიზიკური მდგომარეობის ცვლილება სარკისებურად აისახება ხმაზე, რომლის პატრონსაც ხშირად უჭირს ამის შენიშვნა.
წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა საუბარში გარკვეულ პრობლემას ეხებით და უცბად თქვენი თანამოსაუბრის ხმა, რომელიც აქამდე მშვიდი და თანაბარი იყო, უეცრად ვარდება მაღლა და წვრილი, თითქმის მწივანა ხდება. ამ უეცარ ცვლილებას შესაძლოა განსაზღვრავდეს ორი პრინციპი, თქვენ ან შეაშინეთ მოსაუბრე ან გააბრაზეთ. თუ ის მაშინვე დაიწყებს თქვენს დარწმუნებას საწინააღმდეგოში, სრული უფლება გექნებათ არ დაუჯეროთ მას. საყოველთაო რწმენის მიხედვით, როცა ადამიანი იტყუება, იგი წითლდება, ენა ებმის და თვალებს გვერდზე მიმართავს. თუმცა იშვიათად ისეც ხდება, რომ ადამიანს ენა ებმის და წითლდება სწორედ მაშინ, როცა სიმართლეს ამბობს და ლაფის ჩამოსვრას ცდილობს, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი გამოცდილ ორატორს ემსგავსება და პირდაპირ თვალებში გიყურებთ.
თანამოსაუბრის ხმის ცოცხალი და მაღალი ტონი ნიშნავს, რომ თქვენი სიტყვები სიხარულითა და ენთუზიაზმითაა მიღებული, ზოგჯერ კი უბრალოდ იმას აღნიშნავს, რომ თქვენი ნათქვამისა უბრალოდ არ სჯერათ. თუ მხიარული, აღფრთოვანებული ხმა მოსაუბრისა უცბად ჩაქრა, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მას რაღაცით აწყენინეთ ან ვერ გაამართლეთ მისი მოლოდინები. რბილი ჩახშული ხმა, დაწეული ტონით ყოველი ფრაზის ბოლოს, გვატყობინებს, რომ მოსაუბრე რაღაცით დამწუხრებულია ან უბრალოდ დაღლილია.
მათთან, ვისაც ენდობიან ან თანაუგრძნობენ, ადამიანები სხვებისგან განსხვავებით, შედარებით ხმადაბლა საუბრობენ. შეცდომა იქნებოდა არ დაგვეფასებინა ხმის გავლენა ადამიანის მომხიბვლელობაზე. ამერიკელი ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში ძალზედ ლამაზი გოგონა ჯგუფ A-სთან საუბრისას იყენებდა ინტონაციებით სავსე დაბალ, ლამაზ ხმას. ჯგუფ B-სთან კი მოგუდული, თითქმის ხრინწიანი, მონოტონური ხმით. მოგვიანებით მონაწილეებს თხოვეს შეეფასებინათ გოგონას მომხიბვლელობა 10-ბალიანი შკალით, A ჯგუფმა მას 10 ქულა დაუწერა, B ჯგუფმა კი სულ რაღაც 2. ზიგმუნდ ფროიდის თანამედროვენი აღნიშნავდნენ, რომ ფსიქოანალიზის სეანსებზე მისი პაციენტიდან ბევრს უყვარდებოდა ექიმი, მაშინ როდესაც მხოლოდ მისი მოსმენა შეეძლოთ (ფსიქოანალიზის მეთოდი არ ითვალისწინებს ექიმსა და პაციენტს შორის ვიზუალურ კონტაქტს).
ხმის ჟღერადობა, მისი ტონი, სიმაღლე, არავერბალლური, პირდაპირ ქვეცნობიერზე მომქმედი საშუალებაა, რაზეც დიდადაა დამოკიდებული თუ როგორ აღიქვამს პიროვნება გარემოს.
მაღალი, მჟღერი ხმის პატრონი ახალგაზრდა და ენერგიით აღსავსეა და ამავე დროს გამოუცდელი ან სექსუალურად მოუმწიფებელი, ასეთ პირებს იშვიათად ნიშნავენ სოლიდურ თანამდებობებზე. რაც უფრო მაღალია ხმა, მით უფრო დაბალია მოვალეობის გრძნობა. მაღალი ხმა საკმაოდ სწრაფად იწვევს დისკომფორტს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანის ქვეცნობიერში მაღალი, გამჭოლი ხმა განგაშთან ასოცირდება, რაც შესაბამისად იწვევს დისკომფორტს, ეს კი გვართმევს სურვილს, დავამყაროთ ურთიერთობა მის პატრონთან, მცირდება ნდობა მისი სიტყვებისადმი.
მაგრამ ხმის სიძლიერეც შედარებითია. აშშ-ს ერთ-ერთ ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში ხალხის ჯგუფს თხოვეს, მოესმინათ დიალოგი, შემდეგ კი ეთქვათ ამ დიალოგის რომელი მონაწილე იწვევდა უფრო მეტ ნდობას. თითქმის ერთსულოვნად მიიღო ხმები ერთ-ერთმა მონაწილემ. საქმე იმაში იყო, რომ მცირე ტექნიკური მანევრით ამ პიროვნების ხმა ნახევარი დეციბელით გაზარდეს და ამან მნიშვნელოვნად გაზარდა მისი ავტორიტეტი მსმენელებში.
ზოგიერთის აზრით, სარეკლამო ჭრის დროს უბრალოდ ეჩვენებათ, რომ ტელევიზორში კიდევ უფრო იზრდება ხმა, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა - სარეკლამო მენეჯერები ცდილობენ, მათ მიერ წარდგენილი პროდუქტისადმი უფრო მეტი ნდობა მოიპოვონ მაყურებლის მხრიდან.
7/20/2012
Home
/
Unlabelled
/
რატომ გვეჩვენება, რომ სარეკლამო ჭრისას ხმა უფრო ძლიერდე როგორ მოქმედებს ხმა ადამიანის მომხიბვლელობაზე? როდის აძლიერებს ძლიერი ხმა დისკომფორტს და როდის ავტორიტეტს?
რატომ გვეჩვენება, რომ სარეკლამო ჭრისას ხმა უფრო ძლიერდე როგორ მოქმედებს ხმა ადამიანის მომხიბვლელობაზე? როდის აძლიერებს ძლიერი ხმა დისკომფორტს და როდის ავტორიტეტს?
Tags
About ALLINTERES
თქვენ იმყოფებით allinterse.blogspot.com - ზე, აღნიშნულ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, სტატიები, ფოტოები, ვიდეორბი, რეკლამები და სხვა ნებისმიერი მასალა არ წარმოადგენს საიტის საკუთრებას და ვერ აიღებს მის შინაარსზე პასუხისმგებლობას.