4/09/2012

9 აპრილის ტრაგედია


9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი

ბევრი სამგლოვიარო დღე გასთენებია საქართველოს. და აი, 9 აპრილიც: ძალით შეკოწიწებული საბჭოთა კავშირი შეირყა, ბზარი შეეპარა. ამ ერთა საპყრობილეში თავისუფლების ნერატმა სიომ შემოჰბერა, მაგრამ განა გველეშაპი ასე ადვილად სთმობს ნადავლს? ბოლოს გაიბრძოლებს, კუდს მოიქნევს…

1989 წლის 9 აპრილი. რუსთაველზე, მთავრობის სახლის წინ თავისუფლებას, თვითმყოფადობას მონატრებული უამრავი ადამიანი შეკრებილა. ლექსით, სიმღერითა და ცეკვით ესახებოდათ სანუკვარი სამშობლოს განთავისუფლება. მაგრამ მტერი ასე არ ფიქრობდა. კიდევ ერთხელ გახსნეს თბილისის კარი და მალულად შემოუძღვნენ ტანკებსა და საგანგებოდ გაწვრთნილ კაციჭამიებს, რომელთაც ორლესული ნიჩბები ჩამოურიგეს და ხალხის უმოწყალოდ ჩეხვა უბრძანეს. ჩუმად, შეუმჩნევლად მოუახლოვდნენ მომიტინგეებს. ხალხში „შავლეგოსა“ და „სალაღობოს“ ტკბილი ჰანგები ისმოდა და უცებ ამ ჰანგებს სასოწარკვეთის, კივილის, ყვირილის ხმები შეერია, შეერია და იმძლავრა… სიმღერა შეწყდა, ხალხი აირია, დაიქსაქსა, აქეთ-იქით მიაწყდა, ზოგი სად შეეფარა, ზოგი – სად… რუსთაველზე კი დარჩა დაჩეხილი ჭადრები და კიდევ… სისხლიანი გვამები…



კიდევ ერთხელ გაისმა გლოვის ზარი საქართველოში. 16 ადამიანი შეეწირა ზვარაკად მარტო იმ დღეს, შემდეგ კი… რამდენი დაიღუპა, რამდენი მოიწამლა…

მტერმა იფიქრა, მოვერიეთო, ჩავაქრეთო ქართველთა მგზნებარე სურვილი თავისუფლებისა, მოვკალითო, დავჩეხეთო სამშობლოსათვის აძგერებული გულები. მოხდა კი პირიქით. საქართველო ერთად შეიკრა, ერთი გული აძგერდა ქვეყანაში, ყველა ერთმანეთს ამოუდგა გვერდით. რუსთაველი ყვავილებმა დაფარა. დაღუპულთათვის პატივის მისაგებად უამრავი ხალხი მოაწყდა ტიტებით ხელში.

თავისუფლებას შეეწირნენ და შემოაბიჯა კიდეც თავისუფლებამ. ორი წლისთავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს პირველმა არჩეულმა მთავრობამ ეს დღე დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა. მალე საქართველოს დამოუკიდებლობა მრავალმა ქვეყანამ აღიარა და იქცა 9 აპრილი ზეიმის დღედ, დღედ გამარჯვებისა, თავისუფლებისა.










saia (2) · საკუთრების (1) · ახალგაზრდა (8) · დიდუბე (1) · საია (3) · სისხლის სამართლის პ%E (1) · საქართველოს (3) · civil (1) · www.translaition.ge (1) · ojaxuri (1) · alimentis (1) · gyla.ge (2) · სისხლის (1) · რელიგიის (1) · სასამართლო (1) · ფონდი (1) · young georgian lawyers association (1) · gyla (2) · ინფორმაციის (1) · ვაკანსიები 2012 აპრილი (1) · რუსთავის (1) · იურიდიული (2) · ახალგაზრდა იურისტთ�%8 (1) · კეხიჯვრის სკოლის ��% (1) · georgian young lawyers’ association (1) · უირისტთა (1) · goris (1) · angarishi (1) · საპატრულო (1) · გამოძიების (1) · სოციალურად დაუცველე��%9 (1) · training (1) · georgian young lawyers association (1) · Ассоциация (1) · ლექსიკონი (1) · გელა (1) ·