3/11/2012

ჩეხი ფოტოგრაფი – Tereza Vlčková

 ჩეხი ფოტოგრაფი – Tereza Vlčková მისი ქვეყნის ახალგაზრდა და ასევე ქალ–ფოტოგრაფთა შორის წამყვან ფოტოგრაფად მოიხსენიება. იგი ფერადსა და ფართე ფორმატიან ფოტოებზე ასახულ სერიებს ქმნის, რომლებიც არა მხოლოდ ფორმატითა და შესრულების ტექნიკური მხარით აოცებს მაყურებელს, არამედ მათი იდუმალი შინაარსითაც. ეს, კი გახლავთ სერია – „Two“–ს ამსახველი ფოტომასალა, რომელზეც უფრო ნათელი წარმოდგენა მასალის თვალის გადავლების შემდგომ შეგექმნებათ.



 ამ ფოტოებზე ავტორმა გოგონების გამოსახულებანი სხვადასხვა ზღაპრულ პეიზაჟში განათავსა. ფოტოს განსახორციელებლად სულ „მცირე“ რამ: ავტორისეული კარგად მოფიქრებული კომპოზიცია, სწორად შერჩეული ფერები და დრამატული შუქია საჭირო. ყოველივე ამისა და ტექნიკური მხარის გათვალისწინებით, კი თითოეული სერიის სრულად განხორციელება თვეებს მოიცავს.