3/21/2012

♔ ადამიანის მნიშვნელობის შესახებ

თუ ადამიანის სული უკვდავია და თუ თავისი არსის მიხედვით მას შესწევს განუწყვეტლივ სრულყოფის უნარი, აქედან ადვილად შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა ადამიანის დანიშნულების შესახებ. ადამიანის დანიშნულება, უეჭველად, სწორედ ისაა, რომ თვით იგი განუწყვეტლივ და უსასრულოდ განიცდიდეს სრულყოფას როგორც გონებრივი, ისე განსაკუთრებით ზნეობრივი მიმართულებით.



 ამ მანუგეშებელ ჭეშმარიტებას, რომელზეც ჩვენს გონებას შეუძლია მხოლოდ იმკითხაოს, საკმარისად ხსნის და უდავოდ ასაბუთებს ქრისტიანული რწმენა. ეყრდნობა რა ღვთიურ გამოცხადებას, იგი გვასწავლის, რომ ადამიანი მთელი თავისი შემადგენლობით, ე.ი სულითა და სხეულით შექმნილია ამქვეყნიური დამსახურების შესატყვისი მარადიული ცხოვრებისათვის. იგი შთაგვაგონებს, რომ ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ შემზადებაა მომავალი მარადიული ცხოვრებისათვის. ვინც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე აზიარა სული სკეთეს, იგი მომავალ ცხოვრებაშიც იპოვის უმაღლეს ჯილდოს, იმავე სიკეთეში., მაგრამ ვისი სულიც კი ბოროტებით განიმსღვალა მისთვის სასჯელი იმ ქვეყნად თვითონ ბოროტება იქნება. მაგრამ ეს მაღალი აზრი, გამოცხადება რომ შთაგვაგონებს საოცრად შეესატყვისება იმ შედეგებს, რომელსაც ფსიქოლოგი აღწევს სულის ბუნებასა და თვისებებზე დაკვირვებისა და შესწავლის გზით”