***
ფიქრი გაქრება, დარჩება დარდი,
დარდიც გაქრება, დარჩება სევდა,
სევდაც გაქრება მაგრამ ,,ის" გრძნობა,
ისე უკვალოდ ვეღარ გაქრება!..
***
''მე არ მაქვს სახლი, ანდა რად მინდა,
დედამიწაა ერთი კედელი''...
***
რა არის ფიქრი? ფიქრი ქარია,
მაშინ დაბერავს, შენ რომ არ ელი.
და მერე ქარი როცა ჩადგება,
შენ გაიფფიქრებ- მე კვლავ ქარს ველი...
***
ადამიანს ყველაზე მეტად აბრაზებს ის,
ვისაც ყველაზე მეტად უყვარს!
***
უბედურება არასოდეს არ იგვიანებს,
ბედნიერებას სულ ყოველთვის აგვიანდება...
***