2/17/2012

Twitter


Twitter შეიქმნა 2006 წელს, მისი შემქმნელი ჯეკ დორსი, გახლავთ ამერიკელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი და ასევე ბიზნესმენი. მათი სლოგანია “მიყევი შენს ინტერესებს”. 2006 წლის შემდეგ შეიძლება ითქვას  Twitter-მა მსოფლიო დაიპყრო. 2012 წლის მონაცემებით სერვისით 200 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს, მათგან 100 მილიონი თვის განმავლობაში ერთხელ მაინც შედის თავის “ტვიტერზე”, ხოლო 50 მილიონი “ტვიტერით” ყოველდღიურად სარგებლობს.

და მაინც, რა არის Twitter?

“ტვიტერი”, არის ინფორმაციული ქსელი. ის წარმოადგენს ახალ და გამარტივებულ გზას იმისათვის რომ გავიგოთ სიახლეები (“რა ხდება”) იმ სფეროდან რომელიც გვაინტერესებს და მუდმივი კავშირი გვქონდეს ჩვენს მეგობრებთან.

რითია ის სასარგებლო?

Twitter-ი შეიცავს უამრავ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა გამოგადგეთ. შეტყობინებებზე, რომლებიც დაგაინტერესებთ თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ “Follow” ღილაკს, რის შემდეგაც ის გამოჩნდება თქვენს მთავარ გვერდზე. ეს გავს იმას, რომ თქვენთვის მოჰქონდეთ გაზეთის მხოლოდ ის ნაწილი რომელიც თქვენთვის  ყოველთვის საინტერესია – თქვენთვის საინტერესო სიახლეებს “ტვიტერზე” მყისიერად შეიტყობთ. უფრო მეტად გარკვეული გახდებით იმ თემაში, რომელიც გაინტერესებთ და თქვენთვის მნიშვნელოვანია.

როგორ დავიწყოთ Twitter-ის გამოყენება:
1. წყაროების აღმოჩენა: ხალხის მოძიება და “გაყოლა” (follow)

როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ახალი მომხმარებლისთვის ყველაზე სასარგებლოა, სხვა საინტერესო მოხმარებლების “გაყოლა”. მოიძიეთ საყვარელი საქმიანობა, ადამიანები, რომლებსაც იცნობთ, ცნობილი ადამიანები ან თუნდაც საინფორმაციო წყაროები რომლებსაც კითხულობთ. მინიშნება: იმისთვის, რომ მოიძიოთ თქვენთვის საიტერესო ინფორმაcია, ყველაზე ეფექტური გზა არის, ნახოთ თუ ვის “მიყვება” თქვენი ნაცნობები.

2. ხშირად მიაქციეთ ყურადღება მიმდინარე მოვლენებს:

იმ ადამიანების შეტყობინებები, რომელთაც თქვენ “მიყვებით” გამოჩნდება თქვენს მტავარ გვერდზე (Tweets timeline). მას შემდეგ რაც თქვენ “გაყვებით” რამოდენიმე ადამიანიას, Twitter-ში ყოველ შესვლაზე გამოჩნდება ინფორმაციის ახალი გვერდი რომლის წაკითხვასაც შეძლებთ. დააჭირეთ თქვენთვის საინტერესო “ტვიტებს” იმისთვის, რომ ნახოთ: სურათები და ვიდეოები რომლებიც დადო იმ მომხმარებელმა, რომელსაც ეკუთვნის შეტყობინება.

3. Twitter შენს მობილურზე:

“ტვიტერის” ერთ-ერთი საუკეთესო თვისება მისი პორტატულობაა. დაუკავშირდი შენს ანგარიშს მობილურიდან ან გადმოწერე მობილურის აპლიკაცია, იმისთვის რომ ნებისმიერ ადგილას გქონდეს წვდომა საინტერესო ინფორმაციაზე და კავშირი მეგობრებთან!

როგორ დავიწყოთ “ტვიტერზე” შეტყობინებების გაგზავნა (tweeting)
ბევრ მომხმარებელს მოსწონს Twitter-ზე საკუთარი კონტენტის განთავსება. თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, მაშინ წარმოგიდგენთ ამისათვის რამოდენიმე გზას. ადამიანები რომლებსაც იცნობთ და რომლებიც დაინტერესდებიან თქვენით “გამოგყვებიან” და წაიკითხავენ ყველა თქვენს მიერ დაწერილ “ტვიტს”.

1. “Retweet”, “reply”, “react”:

გამოიყენეთ უკვე არსებული ინფორმაცია (სხვა ადამიანების “ტვიტები”) იმისთვის რომ გამოთქვათ თქვენი აზრი ან უბრალოდ გააგებინოთ სხვებს თუ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი (Retweet). გადმოიტანეთ თქვენს მთავარ გვერდზე ის “ტვიტები” რომლებიც მოგეწონათ ან უბრალოდ გამოხატეთ თქვენი რეაქცია იმ თემაზე რომელმაც დაგაინტერესათ(reply, react).

2. აღნიშვნა: ჩართეთ სხვებიც თქვენს კონტენტში:

როდესაც უკვე მზად იქნებით თქვენი საკუთარი შეტყობინებების გასაგზავნათ, გაითვალისწინეთ, რომ მათში, სხვა ადამიანების ხსენებით (მაგალითად ცნობილი ადამიანების), თქვენ უფრო მეტი მკითხველის ყურადღებას მიიბყრობთ. ხშირად ისეც ხდება, რომ ცნობილი ადამიანები თავიანთ ფანებს პასუხობენ შეტყობინებებზე. მათი პასუხების ნახვა შეგეძლებათ “Mentions ” განყოფილებაში.

ტვიტერის საფუძვლების გაცნობის შემდეგ, მომხმარებელი ასევე აღმოაჩენს სხვა საინტერესო ფუნქციებს, როგორიცაა: სიები, მყისიერი შტყობინებები, ფავორიტები, ლექსიკონი და ა.შ.

ტვიტერის ლექსიკონი (twittonary) - twittonary.com
მთავარი გვერდი - twitter.com