2/23/2012

ყველაზე ძვირადღირებული დომენები და sex.com-ის ისტორია


დომენებით ვაჭრობა უკვე დიდი ხანია სარფიანი ბიზნესია, ფაქტიურად დომენი 21-ე საუკუნის უძრავ ქონებად გადაიქცა. ხალხი ამ ბიზნესიდან მილიონებს შოულობს, ამ პოსტში კი ერთ ერთი ყველაზე ძვირადღირებული დომენის sex.com-ის ისტორია მინდა მოგიყვეთ.



1994 წლის 9 მაისს, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ინტერნეტი ახალი ხილი იყო, პროგრამისტმა და ინჟინერმა გარი კრემენმა რამოდენიმე დომენი დაარეგისტრირა, მათ შორის იყო sex.com-ი. 1995 წელს Stephen M. Cohen ახერხებს და ამ დომენს თაღლითური ხერხებით ხელში იგდებს. იგი იწყებს საკმაოდ წარმატებულ ვებ საქმიანობას. სულ მალე კოენმა უმსხვილესი პორნო საიტი შექმნა, სადაც ათასობით მნახველი შემოდიოდა. ამ პროექტმა მას მილიონები მოუტანა. ამ დროს კრემენი ხვდება, რომ მოატყუეს და დომენი მოპარეს და სასამართლოს მიმართავს, მაგრამ უშედეგოდ. მოსამართლემ დომენი რამე ნივთი ხომ არა რის რომ მოიპაროო და ამიტომ კრემენმა საქმე წააგო, მაგრამ კრემენი არ დანებდა, წლების განმავლობაში მან ყველა სამართლებრივი ფორმა გამოიყენა, საბოლოოდ კი მან 2000 წელს საკუთარი დომენი დაიბრუნა. კოენს კი სასამართლომ 65 მილიონი დოლარი დააკისრა ჯარიმა, მაგრამ კოენმა მექსიკას მიაშურა. კრემენმა sex.com-ი 2004 წელს 14 მილიონ დოლარად გაყიდა, მყიდველი Escom-ი აღმოჩნდა, ეს იმ დროისთვის სარეკორდო თანხას შეადგენდა. 2007 წლის 11 ოქტომბერს კი ამ საიტს ფლეიბოის დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი ჩაუდგა სათავეში, თუმცაღა იმ დროისთვის ეს დომენი ისევ Escom-ის მფლობელობაში იყო. საიტის ვიზიტორთა რაოდენობა დღითი დღე იზრდებოდა, ყოველგვარი მსხვილი რეკლამის გარეშე მათმა რიცხვმა 120 ათასამდე მიაღწია, დღე ღამის განმავლობაში. საბოლოოდ კი 2006 წელს Escom-ი ვალებში აღმოჩნდა და ეს დომენი 13 მილიონად მიჰყიდა Clover Holding-ის. ეს დომენი დღესაც ამ კომპანიის მფლობელობაშია…. ინტერნეტის ისტორიის ყველაზე ძვირადღირებულო დომენები კი ასე გამოიყურება:

1.Business.com – 340 მილიონი დოლარზე მეტი.

2. Web.com – 129 მილიონი დოლარი.

3. AllBusiness.com – 55 მილიონი დოლარი.

4. Sex.com 12-14 მილიონი დოლარი.

5. CNN.com – 12 მილიონი დოლარი.

6. Fund.com – თითქმის 10 მილიონი დოლარი.

7. Porn.com – 9,5 მილიონი დლარი.